დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი

რამდენია ქვეყნის საგარეო ვალი

16-11-2023 12:00:12

ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 440 727 ათას დოლარს შეადგენს, რაც ეროვნულ ვალუტაში დაახლოებით  22 830 478 ათასი ლარია.

2022 წლის ოქტომბრის მდგომარეობით კი, საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 7 681 885 ათასი აშშ დოლარს შეადგენდა, რაც მაშინდელი კურსით 21 323 376 ათას ლარს უდრიდა.

მიმდინარე წლის ოქტომბერს მდგომარეობით მთავრობის საგარეო ვალი 8 030 716 ათასი დოლარით განისაზღვრა, ეროვნულ ვალუტაში კი ის 21 721 482 ათასი ლარია.

2023 წლის ოქტომბრის მონაცემებით, მრავალმხრივი კრედიტორების წინაშე დავალიანება 5 981 013 ათასი დოლარია, ანუ 16 177 443 ათასი ლარი. საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან:

  • აზიის განვითარების ბანკი (ADB),
  • აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB),
  • ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB),
  • რეკონსტრუქციის და განვითარების განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
     

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები