სტუდენტთა საზღვარგარეთ გაგზავნისა და საქართველოში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობა მზარდია.
საქსტატის ინფორმაციით, 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისში საზღვარგარეთ 49%-ით მეტი სტუდენტი გაიგზავნა, ვიდრე 2021-2022 სასწავლის წლის დასაწყისში.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებიდან საზღვარგარეთ სასწავლებლად სულ 484 სტუდენტი გაიგზავნა, საიდანაც 342 სახელმწიფო უმაღლესი სასწავლების სტუდენტი იყო, ხოლო 142 სტუდენტი კერძო უმაღლესი სასწავლების სტუდენტი.
რაც შეეხება 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყის საზღვარგარეთ 723 სტუდენტი გაიგზავნა, საიდანაც 524 სახელმწიფო, ხოლო 199 კერო უმაღლესი სასწავლების სტუდენტი იყო.
რაც შეეხება უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობას საქართველოში, ის საზღვარგარეთ გაგზავნილ სტუდენტების რაოდენობაზე გაცილებით მაღალია.
2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისში საზღვარგარეთიდან საქართველოში სასწავლებლად 43%-ით მეტი სტუდენტი ჩამოვიდა, ვიდრე 2021-2022 სასწავლის წლის დასაწყისში.
2021-2022 სასწავლო წლის დასაწყისში საზღვარგარეთიდან 17 501 სტუდენტი ჩამოვიდა, საიდანაც 5 347 სტუდენტი სახელმწიფო უმაღლესმა სასწავლებლებმა მიიღო, ხოლო 12 154 სტუდენტი კერძო უმაღლესმა სასწავლებლებმა.
2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისში უცხოეთიდან საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად 25 069 სტუდენტი ჩამოვიდა, საიდანაც 6 355 სტუდენტი სახელმწიფო, ხოლო 18 714 სტუდენტი კერძო უმაღლეს სასწავლებლებზე მოდის.
უახლესი
2 საათის წინ
დღეს მე-11 მოწვევის პარლამენტი შეიკრიბება