დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ტიპის პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს კომერციული ბანკების მიმართ

რა ტიპის პრეტენზიები აქვთ მომხმარებლებს კომერციული ბანკების მიმართ

02-08-2024 18:00:00

კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან დაფიქსირებული პრეტენზიები თვიურ ჭრილში 1%-იან ზრდას, ხოლო წლიურ ჭრილში 58%-იან ზრდას აჩვენებს.

ივნისში კომერციულ ბანკებში დაფიქსირებული პრეტენზიების რაოდენობამ  2 529 ერთეული პრეტენზია შეადგინა. სებ-ის ინფორმაციით, მაისში კომერციულ ბანკებში მომხმარებელთა მხრიდან       2 511 პრეტენზია დაფიქსირდა, ხოლო 2023 წლის ივნისში 1 604 პრეტენზია.

ივნისში დაფიქსირებული პრეტენზიებიდან ყველაზე მეტი, საუბარია 60%-ზე მიმდინარე ანგარიშთან/სადებეტო ბარათთან დაკავშირებული პრეტენზიები იყო.მხოლოდ ივნისში სამომხმარებლო სესხთან დაკავშირებით კომერციულ ბანკები 342 პრეტენზია დაფიქსირდა.

რაც შეეხება პრეტენზიის ხასიათის მიხედვით სტატისტიკას, ის ასე გამოიყურება:

ტრანზაქციები - 1358 პრეტენზია,

ადმინისტრაცია/მომსახურება - 481 პრეტენზია,

ხელშეკრულების პირობებთან დაკავშირებული პრეტენზიები - 295 პრეტენზია,

ჯარიმები და ვადაგადაცილების საკომისიოები - 128 პრეტენზია,

მომსახურების საკომისიოები - 65 პრეტენზია,

თანამშრომლის მიერ არასწორად მიწოდებული ინფორმაცია - 48 პრეტენზია,

საპროცენტო შენატანები - 22 პრეტენზია,

მომხმარებლის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემა - 19 პრეტენზია,

ეთიკასთან დაკავშირებული - 17 პრეტენზია,

რეკლამა, გაყიდვები, რჩევები - 7 პრეტენზია,

სხვა გადასახდელები - 4 პრეტენზია,

კრედიტის წინსწრებით დაფარვის საკომისიო - 2 პრეტენზია,

პრეტენზიები დაკავშირებული საკრედიტო ხელშეკრულების მხარის მიერ მესამე პირებთან დაკავშირებით - 0 პრეტენზია,

სხვა  - 83 პრეტენზია.

პრეტენზიის დამუშავების სტადიის მიხედვით:

განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია უსაფუძვლოდ მიიჩნიეს -1 276

კომერციული ბანკების მიერ პრეტენზიის განხილვა არ დასრულებულა - 835

განხილვა დასრულებულია, კომერციულმა ბანკებმა პრეტენზია საფუძვლიანად მიიჩნიეს - 409

განხილვა დასრულებულია, პრეტენზია მიჩნეულია საფუძვლიანად, თუმცა პრობლემა არ არის აღმოფხვრილი - 9.

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები