კომერციული ბანკებში ეროვნული ვალუტით მოზიდული დეპოზიტების მოცულობა მზარდია. სებ-ის მონაცემების მიხედვით, ივლისის ბოლოსთვის კომერციული ბანკების მიერ ეროვნული ვალუტით მოზიდული იურიდიული და ფიზიკური პირების დეპოზიტების ჯამურმა მოცულობამ 28 936,27 მლნ ლარი შეადგინა, რაც ივნისთან შედარებით 2%-იანი ზრდა ხოლო წლიურ ჭრილში 21%-იანი ზრდა აჩვენა. 2024 წლის ივლისში კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების ჯამური მოცულობა 28 289,08 მლნ ლარს შეადგენდა, ხოლო ერთი წლით ადრე, 2023 წლის ივლისში კი 23 865,16 მლნ ლარს.
სებ-ის მონაცემებით კომერციული ბანკებში არსებული დეპოზიტების ჯამური მოცულობის 49%-ი ვადიან დეპოზიტებზე მოდის ( 28936,27 მლნ ლარი), 25%-ი მოთხოვნამდე დეპოზიტებზე (7 304,29 მლნ ლარი), ხოლო დანარჩენი 26%-ი კი მიმდინარე ანგარიშებზე (7 467,83 მლნ ლარი).
ვადიან დეპოზიტებში ყველაზე მოთხოვნადი 1 წელს ზემოთ ვადიანობის დეპოზიტებია, რადგანაც სწორედ მასზე მოდის ვადიანი დეპოზიტების 47%-ი.
ივლისის ბოლოსთვის დეპოზიტების წლიური საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ 9,99%-ს შეადგენდა. უფრო კონკრეტულად კი:
უახლესი
26 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა