დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა სიახლეებს შესთავაზებს „ტოტოს ლავანდები“ მომხმარებლებს 2025 წლიდან

რა სიახლეებს შესთავაზებს „ტოტოს ლავანდები“ მომხმარებლებს 2025 წლიდან

31-10-2024 11:00:00

ლავანდის ეთერზეთების მწარმოებელი კომპანია „ტოტოს ლავანდები“, რომელიც ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს, ლავანდის სასმელების წარმოებას გეგმავს.

როგორც Business Insider Georgia-ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო სანიკიძემ განუცხადა, ლავანდის სასმელების წარმოებას 2025 წლიდან გეგმავენ, რომელიც „ტოტოს ლავანდების“ ტერიტორიაზე მდებარე კაფეში იქნება ხელმისაწვდომი.

ჩვენი სურვილია 2025 წელს ვიზიტორებს ბევრი სიახლე დავახვედროთ. ვგეგმავთ ლავანდის სასმელების წარმოებას. ეს იქნება ხელით დამზადებული სასმელები ჩაი, ლიმონათი, რომლის დაგემოვნებასაც სტუმრები ადგილზე შეძლებენ. ასევე ვგეგმავთ ლავანდის გამოყენებით კულინარიული პროდუქციის დამზადებასაც“, - განაცხადა ნინო სანიკიძემ.

როგორც „ტოტოს ლავანდების“ დამფუძნებელი ამბობს, ბიზნესში მუდმივად ახდენენ რეინვესტიციას და ცდილობენ გაზარდონ წარმოება და ლავანდის ზოლების ფართობი.

„ყველაზე მოთხოვნადია სხეულის მოვლის პროდუქტები, საშეები. ამ ყვავილობაზე როცა დეკორისა და სუვენირების ხაზი შემოვიტანეთ, ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში“, - ამბობს ნინო სანიკიძე.

„ტოტოს ლავანდების“ პროდუქცია ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით იყიდება.

„ტოტოს ლავანდები“ საგურამოში 2 ათას კვადრატულ მეტრზეა გაშენებული. ეს არის ოჯახური ბიზნესი, თუმცა ლავანდების რთვლის დროს კომპანია 10-მდე ადამიანს ასაქმებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები