დღეს, 15 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგით ექვსი საკითხის განხილვაა დაგეგმილი, მათ შორის ერთი საიდუმლოა:
1. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „კურორტი საირმესათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
2. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „შატო კოლხისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
3. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სს „ენერგოპრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
4. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს "აჭარ ენერჯი-2007“-ს შორის "ბოტისის" ქარის ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
5. საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი "შპს „სთოუნ ეიჯ დეველოპმენტ გრუპის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე”
მომხსენებელი: ლ. დავითაშვილი
მე-6 საკითხი საიდუმლოა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა