დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა საკითხებზე იმსჯელებენ დღეს მთავრობის სხდომაზე

რა საკითხებზე იმსჯელებენ დღეს მთავრობის სხდომაზე

30-10-2023 10:56:37

დღეს, 30 ოქტომბერს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება. მთავრობის სხდომის დღის წესრიგით მინისტრთა კაბინეტი 15 საკითხზე იმსჯელებს.

  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების შპს „გრანდე ჯგუფისათვის" პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ჰარმონია წყალტუბოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების ფ/პ თეა იმედაძისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 აგვისტოს №1630 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და ფ/პ თეა იმედაძის საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის შპს „რჩეული 2021”-სათვის იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ენ-სი ჯგუფი 2022’’-ს შორის ,,ურბნისის ჰესის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ენ-სი ჯგუფი 2022’’-ს შორის ,,ქსანი ჰესის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ენ-სი ჯგუფი 2022’’-ს შორის ,,ქვიშხეთი ჰესის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ენ-სი ჯგუფი 2022’’-ს შორის ,,გომი ჰესის’’ ჰიდროელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ენ-სი ჯგუფი 2022’’-ს შორის ,,გრაკალი ჰესის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,შპს „ლაღიზე“ გაცემულ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიაში ცვლილების შეტანის თაობაზე თანხმობის გაცემის შესახებ”
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”
  • საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“
  • საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი ,,GAZELLE FUND LP-ის შეცვლილი და განახლებული შეზღუდული პარტნიორობის ხელშეკრულების ახალი რედაქციის მოწონების შესახებ”
  • საიდუმლო (2 პროექტი)

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები