დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პროდუქტები გადაზიდა საქართველოს რკინიგზამ 2022 წელს

რა პროდუქტები გადაზიდა საქართველოს რკინიგზამ 2022 წელს

05-03-2023 00:00:27

საქსტატის ცნობით, საქართველოს რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 30.1 პროცენტი ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე მოდის.

26.8% - ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, ხოლო 13.5 % - საკვებ პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე.

სასაქონლო ჯგუფების მიხედვით განსხვავებულია განაწილება ადგილობრივი გადაზიდვების შემთხვევაში, სადაც 72.5 % ლითონის მადანსა და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე მოდის.

10.0 % - ქვანახშირზე, ნედლ ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე და ბუნებრივ აირზე, ხოლო 7.5 პროცენტი - სხვა არამეტალურ მინერალურ პროდუქტებზე. რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვებს, რკინიგზის საშუალებით ძირითადად შემოტანილია ქვანახშირი, ნედლი ნავთობი და ნავთობროდუქტები და ბუნებრივი აირი (42.7 პროცენტი), სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები (20.1 პროცენტი) და ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (12.2 პროცენტი), ხოლო გატანილია ლითონის მადანი და სამთომოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეული (42.2 პროცენტი), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (20.8 პროცენტი), სოფლის მეურნეობის პროდუქტები (13.7 პროცენტი) და სხვადასხვა დასახელების ლითონის ნაწარმი (12.7 პროცენტი).

2022 წელს ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 71.9 პროცენტი სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის.

რკინიგზით გადაზიდვების განაწილება სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (ათასი ტონა; %)

  • ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი - 4 449.8 ტონა; - 30.1%;
  • ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები: ტორფი; ურანის და თორიუმის მადანი - 3 954.4 ტონა - 26.8%;
  • საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო - 1 998.0 ტონა; - 13.5%; 
  • ძირითადი ლითონები; ლითონისგან დამზადებული პროდუქტები - 1 031.1 ტონა; - 7.0%;
  • კოქსი და რაფინირებული ნავთობპროდუქტები - 881.0 ტონა; 6.0%;
  • სხვა არამეტალური მინერალური პროდუქტები - 845.5 ტონა; - 5.7%;
  • ქიმიკატები, ქიმიური პროდუქტები და ხელოვნური ბოჭკოები; რეზინის და პლასტმასის პროდუქტები; ბირთვული საწვავი - 812.3 ტონა; 5.5%;
  • დანარჩენი - 800.8 ტონა; 5.4%;

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები