დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა პოზიციები აქვს საქართველოს „ბიზნესის მზაობის“ ინდექსში და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

რა პოზიციები აქვს საქართველოს „ბიზნესის მზაობის“ ინდექსში და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით - გიორგი აბაშიშვილის ანალიტიკა

07-10-2024 09:45:00

მსოფლიო ბანკმა „ბიზნესის მზაობის“ ინდექსი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო, 50 ქვეყანას შორის პირველ სამეულშია.  უნდა აღნიშნოს, რომ ბიზნესისთვის მზაობის წინაპირობამდე არსებობდა  Doing Business (ბიზნესის კეთების) ინდექსი. რომელიც გარკვეული მიზეზების გამო შეწყდა და „ბიზნესის მზაობის ინდექსი“ განახლებული ვერსიაა, - ამის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს ავტორმა და წამყვანმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა. 

„Doing Business-ში საქართველოს ჰქონდა საკმაოდ მაღალი პოზიციები, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ არა ისეთი მაღალი, როგორც ახლა, რადგან 50 ქვეყნიდან სამეულში მოხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.  

„ბიზნესის მზაობის“ ინდექსი მოიცავს ბიზნესისთვის სასიცოცხლო ყველა ეტაპს, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად ფასდება ბიზნესის სასიცოცხლო ციკლი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 10 ინდიკატორიდან 7-ით საქართველო ფიქსირდება მსოფლიო ათეულში. 

განსაკუთრებით 3 ძირითადი ინდიკატორი: მარეგულირებელი ჩარჩო, საჯარო სერვისები და ოპერაციული ეფექტიანობა არის ძირითადი მაჩვენებელი, ადაც საქართველო ორ შემთხვევაში დაფიქსირებულია სამეულში.  

მარეგულირებელი ჩარჩოს მიხედვით საქართველო მესამე ადგილზეა, ხოლო ოპერაციული ეფექტიანობით მეორე ადგილზეა. 

აღსანიშნავია,რომ ჩვენი პოზიციები არის სინგაპურთან და ესტონეთთან ერთად. ამ სამეულში ვართ დღეს რაც უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია. ეს არის ბიზნეს გარემოს კიდევ ერთი აღიარება მსოფლიო ბანკს მხრიდან. ამ პარამეტრით ჩვენ ვუსწრებთ ჩვენი რეგიონის ქვეყნებს,მათ შორის ცხადია ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლებს. ცხადია, რომ ეს კომპონენტი ჩვენ იქ უნდა შევინარჩუნოთ სადაც ბუნებრივია, გვაქვს გაუმჯობესების შესაძლებლობა. 

მსოფლიო ბანკმა სულ რამდენიმე დღის წინ საქართველო სამეულში შეიყვანა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული პროგრესიდან გამომდინარე. 

ეს მიმართულება საქართველოსთვის შედარებით ახალია, თუმცა მიუხედავად ამისა არის საკმაოდ აქტიური. მიმართვიანობა კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტოსთან, რომელიც კურირებს მომხმარებელთა დაცვის უფლებებს. სტატისტიკის თანახმად ჩანს, რომ რიგი საკითხები წყდება მომხმარებლების სასარგებლოდ. 

სააგენტოსთან მიმართვიანობა გაიზარდა და მიღებული სერვისებიდან პირველ ადგილზეა თანხის დაბრუნება. ძირითადი სექტორები, საიდანაც ხდება თანხის დაბრუნება მომხმარებლისთვის, არის ონლაინ ვაჭრობა, რომელიც აქტუალურია საქართველოს მოსახლეობისთვის და აქ ეს მაჩვენებელი 68%-ს შეადგენს, ხოლო ადგილზე შეძენის შემთხვევაში 32%-ს. ამ კუთხით რეგიონების მიხედვით აქტივობა ყველაზე მაღალია თბილისში, სადაც სააგენტოსთან მიმართებით მიმართვიანობა 85%-ია. მეორე ადგილზეა აჭარა 4%, თუმცა მიმართვიანობას შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა“, - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა. 

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები