დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
როგორია ქვეყანაში ელექტრომობილების იმპორტის სტატისტიკა

როგორია ქვეყანაში ელექტრომობილების იმპორტის სტატისტიკა

12-10-2024 12:20:00

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 51 967,3 ათასი დოლარის ღირებულების 2 770 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა, რაც 126%-ით მეტია 2023 წლის რვა თვის მაჩვენებლებთან. საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში ქვეყანაში 1 223 ერთეული ელექტრომობილის იმპორტი განხორციელდა.

სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, 2024 წელს ელექტრომობილების იმპორტის მხრივ ნომერ პირველი იმპორტიორი ქვეყანა აშშ-ა, რომელზეც იმპორტის 52% მოდის.

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი ხორციელდება:

  • აშშ - 1 429 ცალი,
  • ჩინეთი - 568 ცალი,
  • იაპონია -  558 ცალი,
  • გერმანია - 92 ცალი,
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 32 ცალი.

თუ ბოლო წლების სტატისტიკას გადავხედავთ ელექტრომობილების იმპორტის კუთხით ზრდაა. 2023 წელს 2022 წელთან შედარებით ქვეყანაში ელექტრომობილების იმპორტის მაჩვენებელი 67%-ით გაიზარდა.

ელექტრომობილების იმპორტის მაჩვენებელი წლების მიხედვით:

  • 2023 წელი  - 2 151 ცალი,
  • 2022 წელი - 1 287 ცალი,
  • 2021 წელი -  373 ცალი. 

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები