დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა მოცულობის შემოსავალი მიიღო საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან - 2024 წლის 6 თვის სტატისტიკა

რა მოცულობის შემოსავალი მიიღო საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან - 2024 წლის 6 თვის სტატისტიკა

31-07-2024 17:15:00

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან 1 898,4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან 5%-იან ზრდას აჩვენებს. 2023 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ საერთაშორისო ტურიზმიდან 1 804,5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

სებ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლებში ყველაზე დიდი წილი რუსი მოგზაურების მხრიდან ფიქსირება - 380,2 მლნ დოლარი. მეორე ადგილზეა თურქეთი - 287,1 მლნ დოლარი, ხოლო მესამეზე - ევროკავშირი - 246,3 მლნ ლარი.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელს ქვეყანამ საერთაშორისო მოგზაურობიდან 4,125.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წელს დაფიქსირებულ შემოსავლებთან შედარებით ზრდა 17%-ია.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები