ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2020-2023 წლებში, ქსელის მშენებლობაზე 53 მლნ ლარამდე დაიხარჯა.
ამ ეტაპისთვის პროგრამის ფარგლებში, აშენებულია 800 კმ-ზე მეტი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალი.
ჯამში, დასრულებული და მიმდინარე ტენდერების მოცულობა შეადგენს 2,000 კმ-ზე მეტს, რომელიც მოიცავს გურიის, სამეგრელოს, აჭარის, რაჭის, ლეჩხუმის, ქვემო სვანეთისა და იმერეთის სოფლებს.. (დასახლებული პუნქტების რაოდენობა - 386. მოსახლეობის რაოდენობა - 210, 000)
2024 წლიდან ქსელის მშენებლობა გაგრძელდება აღმოსავლეთ საქართველოში.
2025 წელს ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალით დაფარული იქნება 1000 - მდე სოფელი, მათ შორის, მაღალმთიანი დასახლებები, რომელიც მოიცავს 160, 000 შინამეურნეობას (500 000-მდე მოსახლეს).
მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს კერძო სატელეკომუნიკაციო ოპერატორებს, განავითარონ საკუთარი ბიზნესი, - ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობის დასრულების შემდეგ, „ოუფენ ნეტი“ არ აწვდის მოსახლეობას ინტერნეტ-მომსახურებას, არამედ, ნებისმიერ ავტორიზებულ ტელეკომ-ოპერატორს აძლევს შესაძლებლობას, ისარგებლოს მაგისტრალზე ღია დაშვების მომსახურებით, მივიდეს საბოლოო მომხმარებლამდე და მომსახურება გაუწიოს მოსახლეობას იქ, სადაც ამ დრომდე ამგვარი სერვისი არ ყოფილა ხელმისაწვდომი.
ა(ა)იპ ოუფენ ნეტის მისიაა საქართველოს რეგიონების ინტერნეტიზაცია და ციფრული უთანასწორობის აღმოფხვრა, რომელიც, თავის მხრივ, ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების ეროვნული სტრატეგიის ძირითადი შემადგენელი ნაწილია.
ჩვენი მიზანია, შევქმნათ ერთიანი ნეიტრალური ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარისხიან ინტერნეტთან წვდომის თანაბარი შესაძლებლობები და საზოგადოებამდე მივიტანოთ ცოდნის ის ბაზა, რომელიც ციფრულ ეპოქაში მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქისთვის.
აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ოუფენ ნეტი ახორციელებს პროექტს Log-In Georgia, რომელიც ორი კომპონენტისგან შედგება და რომლის ფარგლებშიც ხორციელდება, როგორც მაღალხარისხიანი, ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ასევე ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ციფრული წიგნიერების განვითარებას ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: განათლება, ჯანდაცვა და ფინანსური სერვისები, ინტერნეტისა და ციფრული სერვისების მოხმარება სოციალური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე საზოგადოების მიერ.
ინფრასტრუქტურის მშენებლობის პარალელურად, ოუფენ ნეტი ახორციელებს საპილოტე და Log-In Georgia-ს პროექტების ფარგლებში აშენებული ინფრასტრუქტურის მართვას, სადაც ნებისმიერ ინტერნეტპროვაიდერს აქვს თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიღების საშუალება.
საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში დასრულებული პროექტების, მიმდინარე სამშენებლო არეალებისა და ქსელის ტექნიკური მონაცემების ნახვა შესაძლებელია „ოუფენ ნეტის“ ციფრულ რუკაზე - https://maps.opennet.ge
უახლესი
2 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო2 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი