მე-11 მოწვევის პარლამენტმა დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები აირჩია. მთლიანობაში აირჩიეს 16 კომიტეტის თავმჯდომარე.
კომიტეტების თავმჯდომარეების ჩამონათვალი:
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე - შოთა ბერეკაშვილი;
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე - პაატა კვიჟინაძე;
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ლევან სამხარაული;
პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ზაზა ლომინაძე;
პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე - მაია ბითაძე;
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ზარქუა;
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - რატი იონათამიშვილი;
პარლამენტის განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდულ კომიტეტის თავმჯდომარე - გივი მიქანაძე;
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი კახიანი;
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე - გიორგი გაბუნია;
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ლევან მახარაშვილი;
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ალექსანდრე ტაბატაძე;
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი ქადაგიშვილი;
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე - დავით მათიკაშვილი;
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - ნიკოლოზ სამხარაძე;
პარლამენტის სპორტის კომიტეტი - ვიქტორ სანიკიძე;
საკანონმდებლო ორგანომ 88 ხმით, პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო.
კენჭისყრამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააცნო და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.
გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში 2 111 834-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. არჩევნების საბოლოო შედეგის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ" 89 მანდატი (53, 93% ) მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის გვარამია, მელია, გირჩი, დროამ" - 19 მანდატი (11, 03%), „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობამ" - 16 მანდატი (10.17%), „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" - 14 მანდატი (8,81%,), „გახარია საქართველოსთვის"- 12 მანდატი (7,78%).
პარლამენტის წევრებმა უფლებამოსილების ცნობის შემდეგ ქვეყნისადმი ერთგულების ფიცი დადეს. ფიცის დადების შემდეგ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
უახლესი
4 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო4 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი