არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან საქართველოსადმი ინტერესი დიდია. აღნიშნულის შესახებ „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, რამდენიმე დღის უკან საქართველოს მთავრობის ვიზიტის ფარგლებში საამიროებში არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა.
„შუა დერეფნის განვითარება, როგორც ტვირთების გადაზიდვის თვალსაზრისით, ასევე ენერგეტიკული დერეფნის ნაწილშიც ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო ამ შემთხვევაში არ გამოდის ინდივიდუალური პროექტებით, ეს არის რეგიონული პროექტები მინიმუმ და ბუნებრივია, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების და ამ შემთხვევაში არაბთა გაერთიანებული საამიროების დაინტერესება და პროცესში დაინტერესება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მათ აქვთ დიდი გამოცდილება, როგორც მშრალი, ასევე ტრადიციული პორტების მართვის და ვფიქრობ, რომ საკმაოდ ხანგრძლივი თანამშრომლობის პერსპექტივა არსებობს“, - განაცხადა ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაინტერესება ყოველთვის იყო და მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში გარდა Emaar-თან დაკავშირებული პროექტისა, საკმაოდ საინტერესო, სხვა შეხვედრებითაც იყო დატვირთული.
„საუბარია ლოგისტიკის მიმართულებაზე, საუბარი იყო საავიაციო და საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ტურიზმზე, საკმაოდ მნიშვნელოვანი შეხვედრები გაიმართა და კიდევ ერთხელ ის გადაწყვეტილება, რომელიც ინვესტორმა მიიღო და ეს უკვე საჯაროდ არის გაცხადებული, გლობალურად ამას მნიშვნელოვანი გამოხმაურება აქვს“, - აცხადებს ნადარეიშვილი.
უახლესი
1 საათის წინ
ლარის კურსი მყარდება1 საათის წინ
ვახტანგ ბურკიაშვილი სებ-ის საბჭოს წევრი იქნება2 საათის წინ
4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება