მთავრობამ გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი სამუშაოების ჩამონათვალი დაამტკიცა, რომელიც ძალაში 2024 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება.
პრემიერ-მინისტრის ხელმოწერილი №476 დადგენილებიდან ირკვევა, რომ გემზე დასაქმებული 18 წლამდე მეზღვაურისთვის აკრძალულია:
ა) ბიჭებისათვის 10 კგ-ზე მეტი, ხოლო გოგონებისათვის 4 კგ-ზე მეტი წონის ტვირთის ან საგნების აწევა, გადაადგილება ან გადატანა;
ბ) საქვაბეებში, ავზებსა და კოფერდამებში შესვლა;
გ) ხმაურისა და ვიბრაციის მავნე ზემოქმედების ქვეშ სამუშაოს შესრულება;
დ) ამწისა და სხვა ძალოვანი მექანიზმებისა და მოწყობილობების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება ან ასეთი მექანიზმების/მოწყობილობების ოპერატორებისთვის მესიგნალის ფუნქციების შესრულება;
ე) გემის მიბმასთან ან ღუზის ჩაშვებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
ვ) სატაკელაჟო სამუშაოების შესრულება;
ზ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ პირობებში სიმაღლეზე ან გემბანზე მუშაობა;
თ) ღამის ცვლაში ვახტის გაწევა;
ი) ელექტრომოწყობილობების მომსახურება;
კ) პოტენციურად მავნე ნივთიერებებთან ან ფიზიკურ აგენტებთან კონტაქტი, როგორებიცაა საშიში ან ტოქსიკური ნივთიერებები, ან მაიონებელი გამოსხივების ზემოქმედების ქვეშ მუშაობა;
ლ) კამბუზის დანადგარების გასუფთავებასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება;
მ) გემზე არსებული ნავების მოვლასთან ან მართვასთან დაკავშირებული სამუშაოს შესრულება.
უახლესი
1 საათის წინ
როგორია Boxette-ის 2025 წლის გეგმები