წლიურ ჭრილში ყველზე მეტად კავშირგაბმულობის სერვისების ფასები გაიაფდა, ხოლო ყველაზე მეტად ტრანსპორტი გაძვირდა. როგორც საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.4 პროცენტით, რაც 1.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.6 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.3 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნების ჯგუფი ფასების 6,7%-იანი ზრდაა, ხოლო განათლების კუთხით 3.8%-იანი ზრდა.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები მომატებულია 4,3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.7 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.6 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-3.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.5 პროცენტი);
რაც შეეხება ფასების კლებას კავშირგაბმულობის ჯგუფი ფასების 7.6%-იანი კლებაა, ხოლო ტანსაცმელი და ფეხსაცმელის ჯგუფში 3,8%-იანი.
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 2.8 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-5.3 პროცენტი).
დასვენება, გართობა და კულტურა გაიაფდა 1,1%-ით, ხოლო ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 1,0%-ით.
2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.8 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 1.1 პროცენტით განისაზღვრა.
უახლესი
2 საათის წინ
ნოემბერში სებ-მა რეზერვები 85.7 მლნ დოლარით შეავსო3 საათის წინ
ნამიბია - ქართული ლოკოკინის ახალი საექსპორტო ბაზარი