დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა გაძვირდა ყველაზე მეტად - TOP-10

რა გაძვირდა ყველაზე მეტად - TOP-10

03-08-2023 13:27:28

საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ 2023 წლის ივლისში 2022 წლის ივლისთან შედარებით ყველაზე მეტად სამგზავრო აბონემენტი და კომბოსტო გაძვირდა. ირკვევა, რომ წლიურ ჭრილში სამგზავრო აბონემენტი 65,68%-ით გაძვირდა, ხოლო კომბოსტო 44,12%-ით. 

TOP-10 პროდუქტი, რაც 2023 წლის ივლისში წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:

  • კომბოსტო - 65,68%
  • მსხალი - 44,12%
  • ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 40,22%
  • წიწაკა - 38,76%
  • ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 32,63%
  • მეტროპოლიტენით მგზავრობა - 31,35%
  • დასწრება სპექტაკლზე - 30,91%
  • კიტრი - 29,96%
  • საბანკო მომსახურების ღირებულება - 27,93%.
  • ტომატ-პასტა - 27,78%

2023 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.04 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.3 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.1 პროცენტით განისაზღვრა.

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები