დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რა ფაქტორები აძვირებს სტომატოლოგიურ სერვისს - კლინიკა „დენტალ ლაინის“ ხელმძღვანელის შეფასება

რა ფაქტორები აძვირებს სტომატოლოგიურ სერვისს - კლინიკა „დენტალ ლაინის“ ხელმძღვანელის შეფასება

14-02-2024 16:00:00

სტომატოლოგიური კლინიკა „დენტალ ლაინის“ ხელმძღვანელი დიმიტრი ხეჩანოვი Business Insider Georgia-თან სტომატოლოგიური მომსახურების გაძვირების ფაქტორებზე საუბრობს.

მისი თქმით, სერვისის ფასებზე ძირითად გავლენას ახდენს იმპორტი, რადგან ამ სექტორის საქმიანობისთვის საჭირო მასალებისა და დანადგარების შემოტანა თითქმის 100%-ით უცხოეთიდან ხდება, რადგან ამ მიმართულებით ადგილობრივი წარმოება არ არსებობს

„სტომატოლოგიური მომსახურება ბოლო წლებში თითქმის 20-30%-ით გაძვირდა. სერვისის მაღალი ფასები გამოწვეულია იმით, სექტორი მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული და სტომატოლოგიური მასალების ადგილობრივი წარმოება არ არსებობს. სერვისის ფასზე ასევე აქვს გავლენა ვალუტის კურსის ცვლილებას“, - ამბობს დიმიტრი ხეჩანოვი.

ამ ფაქტორების გარდა სტომატოლოგიური სერვისის ფასები პირველ რიგში დამოკიდებულია მიწოდების ხარისხზე და თვითონ მოწყობილობებზე, დანადგარებზე, რომელიც ქვეყანაში იმპორტირდება.

„როცა ვნერგავთ ახალ ტექნოლოგიებს და შემოგვაქვს ახალი დანადგარი, იქნება ეს მიკროსკოპი თუ ქირურგიული, რომელიც აუმჯობესებს და აჩქარებს პროცესებს და ამარტივებს სტომატოლოგის სამუშაოს, საკმაოდ ძვირია. აქედან გამომდინარე, სტომატოლოგიურ სერვისზე ფასის ზრდაც აღინიშნება. ამ დანადგარებს სჭირდება მონტაჟი და ექსპლუატაციაში ჩაშვებისას შემდგომი მომსახურება, ხოლო სერვისის გაუმჯობესებას სჭირდება მუდმივი ინვესტიციები. დღეს ბაზარზე წარმოდგენილია საკმაოდ ბევრი კომპანია, რომელიც ახორციელებს სტომატოლოგიური მასალების იმპორტს. თერაპიულ სტომატოლოგიაში გამოიყენება, როგორც  დაბალი ხარისხის ბჟენი, ისე მაღალი ხარისხის, რომლის ფასიც $700 აღწევს. სერვისის ფასი ასევე დამოკიდებულია ბჟენისა და იმ სახარჯი მასალის ხარისხზე, რომელსაც იყენებს სტომატოლოგი“, - ამბობს დიმიტრი ხეჩანოვი.

„დენტალ ლაინის“ ხელმძღვანელის თქმით, სხვა ფაქტორთან ერთად, საკმაოდ მაღალია კომუნალური გადასახადები.

„სტომატოლოგიური მომსახურების ფასზე გავლენა აქვს კომუნალურ გადასახადები, რომელიც კლინიკაში საკმაოდ მაღალია. კლინიკას, როგორც იურიდიულ პირს, აქვს სხვა ტარიფები. ასევე სერვისის ფასში აისახება მედპერსონალის ანაზღაურება, კლინიკის ამორტიზაცია. ჩვენი კლინიკის მაგალითს თუ განვიხილავთ, ჩვენთან ექიმები არ მუშაობენ  ასისტენტის გარეშე, ეს კი იწვევს დამატებით ხარჯებს. შესაბამისად, სპეციალისტები და ასისტენტები მუშაობენ ორ ცვლაში და მათ სჭირდებათ შესაბამისი ანაზღაურება“, - ამბობს დიმიტრი ხეჩანოვი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები