რა ეტაპზეა და როდის დასრულდება VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის პროექტი, ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კითხვებს დეველოპერული კომპანია VR Holding-ის პროექტის -VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის მარკეტინგის მენეჯერმა თიკა სამხარაძემ უპასუხა.
„დაწყებულია პირველი ფაზის მშენებლობა, რომელიც მოიცავს 5 ვარსკვლავიან სასტუმროს ტიპის აპარტამენტებს, ლიმიტირებულ ვილებსა და სანაპიროზე მოწყობილ ინოვაციურ პავილიონებს ინფინიტივ აუზით. პროექტით გათვალისწინებული ძირითადი მიწის სამუშაოები და ხიმინჯების მოწყობის სამუშაოების 80% -ზე მეტი დასრულებულია და დაწყებულია მონოლითური სამუშაოები, ასევე ადგილზე მიღებულ მასალებს უტარდებათ ლაბორატორიული კვლევა, რათა დავრწმუნდეთ გამოყენებული მასალა რამდენად შეესაბამება პროექტით დადგენილ ტექნიკურ მახასიათებლებს“, - აცხადებს თიკა სამხარაძე.
მისი განცხადებით, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ხიმინჯების სამუშაოების დაწყებამდე ჩატარდა ხიმინჯის დატვირთვის ტესტირება, რომელიც ქართული კანონმდებლობით სავალდებულო არ არის, მაგრამ რეკომენდებულია საერთაშორისო სტანდარტებით.
„რეზორტის პირველ ფაზაში აპარტამენტების არჩევანი 40 კვადრატული მეტრიდან იწყება და რაც ყველაზე მთავარია ბარდება სრული რემონტით, ავეჯითა და ტექნიკით. პირველი ფაზა 2026 წლის აგვისტოში დასრულდება, თვითონ რეზორტის სრული მშენებლობა კი 2034 წელს“, - განუცხადა Business Insider Georgia-ს VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის მარკეტინგის მენეჯერმა.
რაც შეეხება ამ პროექტის კონკურენტულ უპირატესობას, როგორც კომპანიის წარმომადგენელი აცხადებს, ეს მისი მასშტაბია.
„პროექტის ყველაზე მთავარ უნიკალურობასა და უპირატესობას წარმოადგენს მისი მასშტაბი - 40 ჰექტარი მიწის ფართობი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 600, 000,000 მილიონ დოლარს აღემატება და ითვალისწინებს მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას რაც ყველაზე მთავარი და საამაყოა ჩვენთვის - 1200 მეტრიან დაცულ ქვიშის სანაპირო ზოლს, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი პროექტის მრავალფეროვან განვითარებას, პროექტი იქნება პირველი ყველაზე მასშტაბური ერთ ზოლზე განვითარებული რეზორტი შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც იქნება უმაღლესი ხარისხის საცხოვრებელი და საინვესტიციო პროდუქტი.
ასევე პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი უპირატესობა მისი ლოკაციაა, რომლის არჩევისას გვინდოდა გვეპოვა ადგილი, რომელიც მუდმივად იქნებოდა ადამიანებისთვის შთაგონების წყარო, უნიკალური ზღვისპირეთი, ქვიშიანი სანაპიროთი, სადაც არ არის დიდი ტალღები და ძლიერი ქარი, მშვიდი გარემო და მრავალფეროვანი ბუნება, ლოკაციის გამაჯანსაღებელი თვისებებით, თან გვინდოდა ახლოს ყოფილიყო ტურისტულად აქტიურ ლოკაციებთანაც, თუმცა მაინც დამოუკიდებელი სივრცე შეგვექმნა, სწორედ ასეთი ადგილია შეკვეთილი, სადაც საბოლოოდ შევქმენით ისეთი პროექტი, რომელიც არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება მოხდეს ეკოსისტემისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი თანაარსებობა და ხარისხიანი განვითარება, დაგეგმარებისას ჩვენ ასევე გავითვალისწინეთ ინფრასტრუქტურა ელექტრომობილებისთვის და ბალნეოლოგიური მიმართულების განვითარება, სივრცეების სწორად გადანაწილება, სადაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეკო მეგობრული ტრანსპორტით, ასევე ჩვენი ჯგუფი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა კვლევით ორგანიზაციებთან, რათა მოხდეს რეგიონში პირველი იახტკლუბის მოწყობა, რომელიც არამხოლოდ სარელაქსაციო, არამედ გადაადგილების ფუნქციასაც შეასრულებს - სწორედ ეს ყველაფერი ერთად ქმნის პროექტის უპირატესობასა და უნიკალურობას რეგიონში“.
რაც შეეხება მოლოდინებს პროექტთან მიმართებით, თუ რა გავლენა ექნება ეკონომიკაზე, როგორც VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის მარკეტინგის მენეჯერი ამბობს, VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph თვისობრივად შეუწყობს ხელს საქართველოს ტურისტულ სექტორს და ხარისხობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს.
„ამასთან, ეს არის ახალი ინვესტიციები და ჩვენ რამდენიმე ათას ახალი სამუშაო ადგილს შევქმნით. პროექტი ამასთანავე ხელს შეუწყობს უცხოური კომპანიების კონცენტრაციას რეგიონში და მის არასეზონურ, მთელი წლის დატვირთულობას, რაც საგრძნობლად გაზრდის რეგიონულ მნიშვნელობას.
VR Shekvetili Forest〜Beach | By Paragraph-ის მსგავსი კონცეფციის პროექტში ნებისმიერ ადამიანს თუ ინვესტორს შეუძლია საკუთარი ფინანსების დაბანდება და საინვესტიციო ბენეფიტების გამოყენება, რადგან 15 წლიანმა გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ უძრავი ქონების მიმართ ინტერესი ყოველთვის ძალიან მაღალია, თუმცა დროსთან ერთად იცვლება გარემო, სტანდარტები და კონკურენცია. დღეს, ინვესტორები ეძებენ განსაკუთრებულ პროექტებს, რომელიც არ კარგავს აქტუალურობას და იდეალურად არის მორგებული როგორც საცხოვრებელ, ასევე საინვესტიციო პირობებზე. ჩვენი პროექტის მრავალფეროვანი განვითარება კი საშუალებას გვაძლევს ინვესტორებისათვის ინდივიდუალური და სწორი სტრატეგია შევარჩიოთ“.
ამასთან, პროექტთამ მიმართებით ინტერსს გამოხატავენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და გაყიდვების აქტივობა მაღალია.
„პროექტის პირველი ფაზა მოიცავს 11 სართულიან შენობას, სადაც განთავსებულია 8 ლიფტი და 400-მდე აპარტამენტი. პროექტში უკვე გაყიდულია 22%, დაახლოებით 88 ბინა; ტერიტორიაზე ჯერ მხოლოდ ქვაბულის სამუშაოებია დაწყებული და გაყიდვების ეს ტემპი მოლოდინს აჭარბებს, რადგან ვხედავთ, რომ მოთხოვნა სტაბილურად მზარდია. რაც შეეხება საინვესტიციო აუდიტორიას საკმაოდ მრავალფეროვანია, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, ინვესტიციას ვიღებთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ისრაელიდან, პოლონეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, გაერთიანებული ემირატებიდან, ესპანეთიდან და ამერიკიდან“, - აცხადებს VR Shekvetili Forest~Beach | By Paragraph-ის მარკეტინგის მენეჯერი თიკა სამხარაძე.
უახლესი
13 საათის წინ
ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა 10 დღის ვადაში შედგება1 დღის წინ
ისარგებლეთ Meama-ს ექსკლუზიური შეთავაზებებით