ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი Embraer-190 ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
თვითმფრინავი ბაქო-გროზნოს რეისს ასრულებდა. კასპიის ზღვაზე ის რადარებიდან გაუჩინარდა. მოგვიანებით სოციალურ ქსელში თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეო გავრცელდა.
წინასწარი მონაცემებით, ბორტზე 67 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ავიაკატასტროფის მიზეზი ფრინველებთან თვითმფრინავის შეჯახება გახდა.
ადგილზე უკვე მუშაობენ სახანძრო-სამაშველო სამსახურები. ინფორმაცია დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ჯერ არ ვრცელდება.
უახლესი
4 საათის წინ
ევროკავშირიდან იმპორტი 16%-ითაა გაზრდილი5 საათის წინ
2025 წლიდან პენსია იზრდება7 საათის წინ
უკრაინამ დღეიდან რუსული გაზის ტრანზიტი შეწყვიტა7 საათის წინ
რა სიახლეებს გეგმავს Nano Filter-ი 2025 წელს8 საათის წინ
ქვეყანაში იახტების იმპორტი გაზრდილია10 საათის წინ
ავოკადოს იმპორტი 13%-ითაა გაზრდილი