„ჩვენი მიზანია iTechnics-ის ქსელის გაფართოება საქართველოს მასშტაბით და მეტი ბრენდის შემოყვანა, რომელიც ინოვაციასა და ხარისხს სთავაზობს მომხმარებლებს“,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა სალომე გუგეშაშვილმა განუცხადა.
„ვგეგმავთ ახალი სერვისების დამატებას, მათ შორის ტექნიკური დახმარების პროგრამების გაუმჯობესებას, ონლაინ პლატფორმის განვითარებასა და პერსონალიზირებული გამოცდილების შექმნას. ჩვენი ფოკუსი არის მომხმარებელთა მოთხოვნების უკეთ გაცნობიერება და მათი საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილება“, - ამბობს კომპანიის დირექტორი სალომე გუგეშაშვილი.
iTechnics გამოირჩევა პრემიუმ ბრენდების ფართო ასორტიმენტით. Apple-ის გარდა, მაღაზიების ქსელი წარმოადგენს ისეთი მსოფლიო მასშტაბით აღიარებული ბრენდების პროდუქციას, როგორიცაა Apple, Sony, Marshall, JBL, Harman Kardon, Beats, Polaroid, FujiFilm და სხვა. 2024 წელს iTechnics-მა თავის ასორტიმენტში დაამატა ახალი და ინოვაციური ბრენდები: Wiwu, Laifen, Wanbo და მუდმივად ჰპირდება მომხმარებლებს სიახლეებსა და სიურპრიზებს. მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით, iTechnics სთავაზობს სერვისებს, რომლებიც ხელს უწყობს კომფორტულ და სასიამოვნო სამომხმარებლო გამოცდილებას: ·
Trade-In პროგრამა: რომლის საშუალებითაც, მარტივად გადაცვლით თქვენს ძველ მოწყობილობას ახალში, რაც აადვილებს უახლესი ტექნოლოგიების შეძენას.
ლოიალობის პროგრამა: დააგროვებთ ქულებს და გამოიყენებთ მათ სასურველი პროდუქციის შესაძენად, რაც შოპინგს კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის.
საოპერაციო სერვისები: თუ გჭირდებათ დახმარება პროგრამული განახლების ან სხვა ტექნიკური პრობლემის მოგვარებაში, iTechnics-ის გამოცდილი სპეციალისტები მზად არიან დაგეხმარონ ნებისმიერი პრობლემების მოგვარებაში.
iTechnics-ს ამ დროისთვის 7 ფილიალი აქვს საქართველოში: 4 თბილისში, 1 ქუთაისში და 2 ბათუმში. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ კომპანიის ვებსაიტით www.itechnics.ge, სადაც მათ საშუალება აქვთ მოიძიონ და შეიძინონ პროდუქცია, ასევე განახორციელონ გადახდები უსაფრთხოდ და კომფორტულად.
მომხმარებლის კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის, iTechnics სთავაზობს უფასო ექსპრეს მიწოდების სერვისს საქართველოს მასშტაბით.
„წლების გამოცდილებით, ხარისხზე და ინოვაციებზე ორიენტირებით, iTechnics მხოლოდ მაღაზია არაა - ეს ტექნოლოგიის მოყვარულების სივრცეა საქართველოში.
თუ თქვენ აპირებთ ახალი მოწყობილობის შეძენას, პრემიუმ ბრენდების აღმოჩენას ან ექსკლუზიური სერვისებით სარგებლობას, iTechnics მზადაა თქვენი ტექნოლოგიური გამოცდილება უკეთესი გახადოს”.-აცხადებს სალომე გუგეშაშვილი.
iTechnics-მა საქმიანობა 2011 წელს დაიწყო და სწრაფად მოიპოვა მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს ტექნოლოგიურ ბაზარზე. კომპანია მიზნად ისახავდა მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის პროდუქციისა და სერვისის შეთავაზებას. წლების მანძილზე, iTechnics-მა არა მხოლოდ გაამყარა თავისი პოზიციები, არამედ ინოვაციური იდეებითა და სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებით უზრუნველყო მომხმარებელთა კმაყოფილება და ლოიალობა. 2017 წელს კომპანიის წარმატებები კიდევ უფრო გაიზარდა, როცა მიიღო Apple-ის ავტორიზებული რესელერის სტატუსი, რამაც მისი, როგორც ტექნოლოგიური ლიდერის, პოზიცია კიდევ უფრო გაამყარა. iTechnics-ის მისიაა მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შეთავაზება ყველა ასპექტში - იქნება ეს პრემიუმ პროდუქციის ასორტიმენტი, მაღალხარისხიანი სერვისი თუ ონლაინ შოპინგის კომფორტი. აიტექნიკსი მუდმივად ეძებს გზებს ინოვაციების შესაქმნელად და მომსახურების გაუმჯობესებისთვის, რათა გახდეს ტექნოლოგიური პროდუქტებისა და სერვისების წამყვანი მიმწოდებელი საქართველოში.
უახლესი
17 საათის წინ
სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს19 საათის წინ
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა20 საათის წინ
თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება