უკრაინამ დღეიდან რუსული გაზის ტრანზიტი საკუთარი ტერიტორიის გავლით შეწყვიტა. ინფორმაციას უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც სამინისტროში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. გადაწყვეტილების შესახებ საერთაშორისო პარტნიორებს ეცნობათ.
„ჩვენ შევაჩერეთ რუსული გაზის ტრანზიტი, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა. რუსეთი ბაზრებს კარგავს, მას ფინანსური დანაკარგები ექნება. ევროპამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება უარი თქვას რუსულ გაზზე“, - განაცხადა ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ.
უახლესი
23 წუთის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო1 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა2 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა