ქართული ნატურალური თაფლის ექსპორტი მცირდება. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 227.86 ათასი დოლარის ღირებულების 24.93 ტონა თაფლი გაგზავნა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში კი ექსპორტმა 97.17 ტონა თაფლი შეადგინა. შესაბამისად კლება 74%-ის დონეზეა.
მიმდინარე წელს ქართული ნატურალური თაფლის ექსპორტისთვის პირველ ადგილზე აზერბაიჯანია, რომელზეც მთელი ამ პროდუქტის ექსპორტის 31%-ი მოდის.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი რაოდენობით თაფლის ექსპორტი მოახდინა:
საქართველოდან თაფლის ექსპორტმა მაქსიმუმს 2022 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ ექსპორტზე 1,175.58 ათასი დოლარის ღირებულების 258.18 ტონა თაფლი გაყიდა.
უახლესი
16 საათის წინ
სი ძინპინი მიხეილ ყაველაშვილს პრეზიდენტობას ულოცავს18 საათის წინ
დიდ ბრიტანეთში ინფლაცია 2.6%-მდე გაიზარდა19 საათის წინ
თურქეთში ინფლაცია ზედიზედ მეშვიდე თვეა მცირდება