დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ევროკავშირიდან იმპორტი 16%-ითაა გაზრდილი

ევროკავშირიდან იმპორტი 16%-ითაა გაზრდილი

22-10-2024 17:04:00

ევროკავშირიდან იმპორტი 16%-ითაა გაზრდილი, ხოლო ექსპორტი 31%-იან კლებას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ევროკავშირიდან 3,186,836.79 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია უყიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2,752,075.69 ათასი დოლარის. ზრდა 15.8%-ია.

საქართველოში ევროკავშირიდან იმპორტის დიდი წილი მსუბუქ ავტომობილებზე მოდის;

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 534,085.32 ათასი დოლარი,
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 308,877.21  ათასი დოლარი,
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 220,601.73  ათასი დოლარი,
  • სატვირთო ავტომობილები - 77,973.05  ათასი დოლარი,
  •  სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 61,788.37  ათასი დოლარი.

რაც შეეხება ევროკავშირში ექსპორტს, ამ მიმართულებით წლიური კლება 30.9%-ის დონეზეა. 2024 წლის 9 თვეში საქართველომ ექსპორტზე 390,271.81 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 565,097.82 ათასი დოლარის.

საქართველოდან ევროკავშირში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი  თხილი და კაკალია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ევროკავშირში ყიდის:

  • თხილი და სხვა კაკალი - 32,942.87 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები სპილენძის - 31,069.51 ათასი დოლარი;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 30,409.81 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 25,344.00 ათასი დოლარი;
  • მადნები და კონცენტრატები ძვირფასი ლითონებისა -  25,133.24 ათასი დოლარი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები