მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ყაზახეთის KazTransOil -მა, აქტაუს პორტში მდებარე თენგიზ საბადოდან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით 347 100 ტონა ნავთობის ექსპორტი განახორცოელა.
ამის შესახებ აზერბაიჯანულ Trend-ს კომპანიის წყარომ განუცხადა.
ინფორმაციის თანახმად, ეს მაჩვენებელი 18-ჯერ აღემატება პირველ კვარტალს, როდესაც თენგიზის საბადოდან 19 200 ტონა ნავთობი იყო გადაზიდული.
2022 წელს ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გასცა ბრძანება ტრანსკასპიის დერეფნის გასწვრივ ნავთობის ტრანსპორტირების გაზრდის შესახებ.
ამ ინსტრუქციის შესაბამისად, სს NC KazMunayGas-მა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიამ (SOCAR) გააფორმეს ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს წელიწადში 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირებას თენგიზის საბადოდან ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნაბთობსადენით.
იმავდროულად, 2023 წლის პირველ კვარტალში KazTransOil-მა მნიშვნელოვნად გაზარდა ნავთობის ტრანსპორტირების მოცულობა მისი მთავარი მილსადენის სისტემით.
მთლიანმა მოცულობამ 10,3 მლნ ტონას მიაღწია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 591 000 ტონით ზრდას წარმოადგენს.
უახლესი
16 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა16 საათის წინ
„ოქროველი“ გაფართოებას გეგმავს