დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ყაზახეთი ხორბლის იმპორტს აკრძალავს

ყაზახეთი ხორბლის იმპორტს აკრძალავს

21-08-2023 09:06:10

ყაზახეთი საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით ხორბლის იმპორტის აკრძალვას გეგმავს. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. 

შესაბამისი ბრძანება ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ხორბლის საავტომობილო და სარკინიგზო იმპორტის აკრძალვის დაწესებასთან დაკავშირებით, ღია NLA პორტალზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტის მიხედვით, იგეგმება ხორბლის (ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საგარეო ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის კოდი: 100119; 100199) ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით შემოტანის აკრძალვა მესამე ქვეყნებიდან. და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ქვეყნებიდან.

თუმცა, იქნება გამონაკლისები, როგორიცაა ხორბლის იმპორტი სარკინიგზო ტრანსპორტით ლიცენზირებულ ლიფტებში, მარცვლეულის გადამამუშავებელ და მეფრინველეობის საწარმოებში.

ეს ბრძანება სავარაუდოდ ოფიციალური გამოქვეყნების მომენტიდან ამოქმედდება. ბრძანების პროექტის საჯარო სფეროში განხილვა 4 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები