სასტუმრო Radisson RED Tbilisi Prix d’ Excellence Awards 2024-ის გამარჯვებულია. უძრავი ქონების პროექტების გალა-დაჯილდოებაზე, რომლის ორგანიზატორიც FIABCI-Georgia იყო, სასტუმროს კატეგორიაში ოქროს ჯილდო CMC-ის პროექტისთვის Radisson RED Tbilisi გადაეცა.
როგორც Business Insider Georgia-სთან სასტუმრო Radisson RED Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა ბესო გოგინავამ განაცხადა, აღნიშნული აღიარება სასტუმროსთვის უმნიშვნელოვანესი, რადგანაც მდგრადობის ახალი სტანდარტების დაწესებით, სასტუმრო არა მხოლოდ უკეთეს გამოცდილებას ვთავაზობთ სტუმრებს, არამედ მხარს უჭერს საქართველოს მზარდ ეკოტურიზმის ინდუსტრიას.
„Radisson RED Tbilisi-ს „მდგრადი მომავლის შენობად“ აღიარება ჩვენთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ჯილდო. პირველ რიგში, ეს არის პასუხისმგებლიანი სტუმარმასპინძლობისა და ინოვაციებისადმი ჩვენი ერთგულების ასახვა. მდგრადობის ახალი სტანდარტების დაწესებით, ჩვენ არა მხოლოდ უკეთეს გამოცდილებას ვთავაზობთ სტუმრებს, არამედ მხარს ვუჭერთ საქართველოს მზარდ ეკოტურიზმის ინდუსტრიას. რამდენადაც გლობალური მოგზაურები სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ე.წ. მწვანე მიმართულებებით, ეს მიღწევა თბილისს წარმოაჩენს, როგორც მდგრადი ტურიზმის ერთ-ერთ მთავარ მოთამაშეს, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს როგორც გარემოზე ზრუნვას, ასევე ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნა ბესო გოგინავამ.
აღსანიშნავია, რომ FIABCI-Georgia-ს რიგით მეორე Prix d’ Excellence დაჯილდოებამ უპრეცედენტოდ მაღალი ინტერესი გამოიწვია. გამარჯვებული პროექტები ოქროს და ვერცხლის კატეგორიებში გამოვლინდნენ. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულებს შესაძლებლობა ეძლევათ აღნიშნული პროექტები FIABCI მსოფლიო დაჯილდოებაზე წარადგინონ.
ღონისძიებას ბათუმში სპეციალური მოწვევით ესწრებოდნენ FIABCI-ის მსოფლიო პრეზიდენტი, რამონ რიერა და FIABCI-ის ევროპის პრეზიდენტი, ფელიჩე ტუფანო.
უახლესი
6 საათის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა