საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აუქმებს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და მოსახლეობას მიმართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინსიტრაცია ავრცელებს.
„საქართველოს პრეზიდენტი იმყოფება აშშ- ში. პრეზიდენტი აუქმებს დღეს გაერო-ში დაგეგმილ ყველა შეხვედრას და ემზადება, რომ მიმართოს მოსახლეობას“, -აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
მოქალაქეები პარლამენტთან ამ ფაქტს აქციაზე აპროტესტებენ.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა