თუ ქართული ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, ან მისი საუკეთესო მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნიმუშებით ტკბობა გსურთ, მაშინ ამის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა გაქვთ „თეატრში“.
„ქართული შოუ“ – ასე ჰქვია დადგმას, რომელიც საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიასა და კულტურას გააცოცხლებს.
გაჟღერდება „შენ ხარ ვენახი“, „ჩაკრულო“, „მრავალჟამიერი“, „მუხამბაზი“ და სხვა ქართული ხალხური და კლასიკური სიმღერები. ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ კი, „თეატრის“ სივრცეში სტუმრებს ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშებს წარუდგენს.
„ქართული შოუსთვის“ ტექსტზე აკა მორჩილაძემ საგანგებოდ იმუშავა.
„თეატრის“ კონცეფციიდან გამომდინარე, სტუმრებს გავუმასპინძლდებით საინტერესოდ სახეცვლილი ქართული კერძებით.
22 აგვისტო
კარი იხსნება: 20:00 სთ
შოუ და ვახშამი: 20:45
ბილეთების ფასი იწყება 150 ლარიდან
ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: პრემიერა - ქართული შოუ • Premiere - Georgian Show | TKT.GE
შემოქმედებითი ჯგუფი:
დამდგმელი რეჟისორი: ზაალ ჩიქობავა
ქორეოგრაფი: ილიკო სუხიშვილი
ტექსტის ავტორი: აკა მორჩილაძე
ლოტბარი: ვასო ნემსაძე
სოლისტი: მარიამ როინიშვილი
რეჟისორის ასისტენტი: თინათინ წულაძე
კოსტიუმების მხატვარი: ლაშა ჯოხაძე
მხატვარი: ClipArt Agency (თათა ბეჟუაშვილი)
ბრენდ შეფი: ალექს ნათაძე
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
Insider WEEKEND-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი
უახლესი
6 საათის წინ
ლარი ევროსთან და აშშ დოლართან გამყარდა