კომპანია „მილენიალსი"-ს მთლიანი აქტივი აუქციონზე იყიდება. ობიექტის საწყისი ღირებულება 90168 ლარია და მისი გასხვისება 20 თებერვალს ჩანიშნულ აუქციონზე იგეგმება. შპს "მილენიალსი" დაარსდა 2016 წელს და მისი საწარმო მდებარეობს ქ. ოზურგეთში. თავის დროზე იდეა განხორციელდა საპარტნიორო ფონდის "სტარტაპ საქართველოს" თანადაფინანსებით და დაჯილდოვდა როგორც ორიგინალური ბიზნეს იდეა, ქართული პროდუქტის წარმოებისთვის.
აუქციონის პირობების თანახმად, ვინაიდან მყიდველს გადაეცემა გამყიდველის მთელი აქტივი, ზემოაღნიშნული ჩამონათვალის გარდა, მყიდველს გადაეცემა გამყიდველთან არსებული დოკუმენტაცია (მათ შორის აქტივის შექმნისას გაფორმებული ხელშეკრულებები ან/და პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაცია) და იმ მომსახურებებზე უფლებები, მათ შორის - ინტელექტუალური საკუთრებიდან გამომდინარე ქონებრივი უფლებები, რომლებსაც იყენებს აღნიშნული პლატფორმა (ჰოსტინგის მომსახურება და ა.შ.) ან გამოყენებულია მისი შექმნისას.
შპს "მილენიალსი" არის პირველი ქართული კომპანია, რომელმაც შეიმუშავა ჩაი ახალტექნოლოგიური ჩხირების შეფუთვაში - ჩაი ამრიტი. ამრიტის ჩაის საიდუმლო მდგომარეობს ექსკლუზიურად ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებაში - შემადგენლობაში არ არის ჩაის მტვერი, საღებავები და სხვა ქიმიური დანამატები. თანამედროვე ტექნოლოგიური შეფუთვის გარსი საიმედოდ იცავს ჩაის შიგნიდან სინათლისა და გარემოსთან ურთიერთქმედებისგან. დამცავი ფირი ინარჩუნებს ჩაის სიახლეს და არომატს, რის წყალობითაც დაცულია ახალი ჩაის ფოთლის ყველა სასარგებლო ბუნებრივი თვისება და უზრუნველყოფილია შენახვის ხანგრძლივობა.
შპს "მილენიალსი"-ს კუთვნილი დანადგარებით შესაძლებელია ჩაის ჩხირების (Tea Stick) წარმოება. მიღებული პროდუქცია მუშაობს ჩაის საწურის პრინციპით, მზადდება ახალი თაობის მასალისგან - ლამინირებული ფოლგის ფირი მიკროპერფორაციებით. ის ინარჩუნებს ჩაის ყველა სასარგებლო თვისებას და საშუალებას იძლევა კარგად იმოძრაოს ცხელმა წყალმა და მაღალი ხარისხის ჩაის დაყენდეს. არ წვეთავს, არც გამოწურვას საჭიროებს და ასევე კოვზის ფუნქციასაც ასრულებს.
შპს "მილენიალსი"-ს სარეალიზაციო ქონებას წარმოადგენს:
ჩაის შესაფუთი დანადგარი Tea Bag Packaging Machine DXD500KB (ერთი ერთეული);
ჰაერის კომპრესორი (ერთი ერთეული);
მაგიდა (ერთი ერთეული);
დასაკეცი სკამი (ერთი ერთეული);
წყლის ელ.გამაცხელებელი (ერთი ერთეული);
მტვერსასრუტი KARCHER WD2 (ერთი ერთეული);
შესაწებებელი აპარატი (ერთი ერთეული);
ჩაი (შავი) - 368 კგ;
ჩაი (მწვანე) - 44 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი) - 195 კგ;
შესაფუთი ფოლგა (მწვანე) - 95 კგ:
შესაფუთი ფოლგა (შავი ბერგამოტით) - 98 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი ვარდით) - 95 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი მოცვით დალიმნით) - 92 კგ;
შესაფუთი ფოლგა (შავი კარკადე ფორთოხლით) - 94 კგ;
შესაფუთი პოლიპროპილენი (შავი) - 135 კგ;
შესაფუთი პოლიპროპილენი (მწვანე) - 125 კგ;
შესაფუთი პოლიპროპილენი 100 ცალიანი - 400 კგ
ვებ-გვერდი: www.amrit-tea.com;
ფეისბუქ გვერდი: "ამრიტი • ქართული ჩაი"
ინსტაგრამ გვერდი: "amritteageo"
იუთუბ გვერდი: "Millennials"
უახლესი
1 საათის წინ
proservice.ge Ad Summit Tbilisi 2024-ის პარტნიორია