„ლომთაგორა“ ქართული ხორბლის უხვმოსავლიანი თესლია, რომელსაც კომპანია ,,ლომთაგორა" საკუთარ მეურნეობაში აწარმოებს. ეს კომპანია ერთ-ერთი პირველია, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მარცვლეული კულტურების, სიმინდისა და ხორბლის მეთესლეობას მისდევს და საერთაშორისო მეთესლეობის ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორბლისა და სიმინდის ახალი ჯიშები გამოჰყავს, ცდის, არეგისტრირებს, არაიონებს და ფერმერებს სთავაზობს.
როგორც კომპანიის დამფუძნებელი კახა ლაშხი განმარტავს, ,,ლომთაგორას" ჰიბრიდების გავრცელების არეალი 60 000 ჰა და მოიცავს I-IV აგროკლიმატურ ზონას.
„ჩვენ დავამკვიდრეთ მარცვლეულის წარმოების ახალი ტექნოლოგია, რომელიც დღემდე დარგში არავის გამოუყენებია. ვმუშაობთ სელექციაზე, ხარისხი ტექნოლოგიურად გამართულია, რაც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების საშუალებას გვაძლევს
სიმინდის შემთხვევაში, 35 ტონა ჰექტარზე, საშუალოდ კარგი მოსავალია. რაც შეეხება ხორბალს, წელს უამინდობის გამო ცუდი მოსავალია. ჩვენ არ ვართ რაოდენობაზე ორიენტირებული, მთლიანად ხარისხიანი სათესლე მასალის წარმოებით ვართ დაკავებული, რაც ექსპორტზე გადის და ადგილობრივ ბაზარზეც მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა", - ამბობს კახა ლაშხი.
დღეისათვის ,,ლომთაგორა" ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც ჰიბრიდული სიმინდის თესლის წარმოებით არის დაკავებული. წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ძირითადად რეგიონის ქვეყნებში გადის.
ცნობისთვის, ,,ლომთაგორა" ბაზარზე 2000 წლიდან ოპერირებს. კომპანია სეზონზე 50 ადამიანს ასაქმებს.
უახლესი
16 საათის წინ
„ჩირიფრუტი“ გაფართოებას გეგმავს17 საათის წინ
„გორგიაში“ 80%-მდე სააღდგომო ფასდაკლებები დაიწყო18 საათის წინ
1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7573 ლარი გახდა19 საათის წინ
რამდენია მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასა