პირველ ვერტმფრენს სამინისტრო უახლოეს 6 თვეში მიიღებს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„საქართველოს მთავრობასთან კოორდინაციით, 3 ახალი შვეულმფრენის შესყიდვის მიზნით, ფრანგულ კომპანია "ეარბას ჰელიკოპტერ"-თან ხელშეკრულება გაფორმდა 2022 წლის 19 დეკემბერს. შვეულმფრენები, რომლებსაც სამინისტრო ყიდულობს, არის მრავალფუნქციური და შეუძლია შეასრულოს საპოლიციო, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. პირველ ვერტმფრენს სამინისტრო უახლოეს 6 თვეში მიიღებს“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დეკემბერში საქმეთა სამინისტრომ მართლაც გააფორმა კონტრაქტი ფრანგულ კომპანია "Airbus Helicopters"-თან სამი ახალი "H145"-ის ტიპის შვეულმფრენის ყიდვაზე.
26 500 000 ევროს ღირებულების სამი შვეულმფრენი საქართველოში ეტაპობრივად შემოვა - პირველი ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში, მეორე 19 თვეში, მესამე კი 20 თვეში. ხელშეკრულება ამ პირობით ნიშნავს, რომ საქართველოს 2024 წლამდე ახალი სამაშველო ვერტმფრენი კვლავ არ ეყოლება.
უახლესი
14 საათის წინ
დამატებით დაიბრუნეთ 30% - Black Friday შეთავაზება