„არა რუსულ კანონს!“ - ამ ლოზუნგით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს.
პარლამენტთან იმყოფებიან სტუდენტები, „ქალების მარშის“ მონაწილეები, მოქალაქეები, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.
„ქალთა მარშმა“ ახლახანს მანიფესტი წაიკითხა.
რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო გზა გადაიკეტა. მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა