„ამ კანონის გამოტანით, „ოცნებამ“ გაიარა საბოლოო ლუსტრაცია, გააფორმა კონსტიტუციის დარღვევა და გახდა კანონგარეშე“ - ამ სიტყვებით მიმართავს ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი საქართველოს მოქალაქეებს და ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით Facebook-ze ანცხადებას ავრცელებს.
„რუსეთის მონებო, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გუშინ დაკავებული 66 პატრიოტი! ყველანი მშვიდობიან პროტესტზე! „აგენტების“ რუსული კანონი ზღუდავს კონკურენციას პოლიტიკურ ველზე, ზღუდავს დემოკრატიის განვითარების პროცესს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას - ე.ი. არის უკანონო. „ქართული ოცნება“ რუსეთიდან მართული მოღალატეობრივი პოლიტიკური ორგანიზმია და აქედან გამომდინარე, არის არალეგიტიმური!
ამ კანონის გამოტანით, „ოცნებამ“ გაიარა საბოლოო ლუსტრაცია, გააფორმა კონსტიტუციის დარღვევა და გახდა კანონგარეშე - ის არალეგიტიმური ხელისუფლებაა და დაკარგა უფლება, მართოს ქვეყანა! დღეს საქართველოს არ ჰყავს კანონიერი ხელისუფლება. მტერი შემოიპარა საქართველოს ხელისუფლებაში! შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები, ჩვენი მოსახლეობის მშვიდობიანი პროტესტის დარბევასთან დაკავშირებით, არის უკანონო. მომავალში, ვერავინ გაექცევა პერსონალურ პასუხისმგებლობას, მათ შორის, „გავრილოვის ღამის“ დამნაშავეები, ვის მიმართაც „ოცნებამ“ ამნისტია გამოცხადა, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით. ამგვარი ამნისტიები უკანონოა და მომავალში ვერ დაიცავს დამნაშავეებს! რუსეთის მონებო, დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ გუშინ დაკავებული 66 პატრიოტი! ყველანი მშვიდობიან პროტესტზე!“, - აცხადებს ოქრიაშვილი.
შეგახსენებთ, პარლამენტმა 7 მარტს პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა.
კანონის გასაპროტესტებლად თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა