2023 წლის ოქტომბერში გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის ფაქტობრივმა მაჩვენებელმა 1,766 მლნ ლარი შეადგინა, რაც 15.5 პროცენტით აღემატება დაგეგმილ მაჩვენებელს.
სექტემბერში, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები წლიურად გაიზარდა 8.4 პროცენტით, ხოლო ხარჯები გაიზარდა 14.0 პროცენტით.
ნაერთი ბიუჯეტის საოპერაციო სალდომ, რაც წარმოადგენს მთავრობის დანაზოგს, შეადგინა 325.1 მლნ ლარი, ხოლო მთლიანი სალდო კი განისაზღვრა უარყოფით 233.8 მლნ ლარით.
2023 წლის სექტემბერში, გადასახადებიდან მიღებული შემოსავლის წლიურ ზრდაზე მნიშვნელოვანი დადებითი გავლენა იქონია საშემოსავლო და მოგების გადასახადიდან მიღებულმა შემოსავალმა, შესაბამისად 4.5 და 1.7 პროცენტიანი კონტრიბუციებით მთლიან ზრდაში.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა