ოქროყანა რეზიდენსის პროექტში აპარტამენტების 70%-ი უკვე გაყიდულია, აღნიშნულის შესახებ Business Insider Georgia-სთან კომპანია „ოქროყანა რეზიდენსის“ გაყიდვების მენეჯერმა ნანა ალავიძემ განაცხადა. მისივე თქმით, კომპანიას სამუშაოების 80%-მდე უკვე დასრულებული აქვს.
„ოქროყანა რეზიდენსის განხორციელება 2022 წლის ბოლოს დავიწყეთ და 2024 წლის ბოლოს ვასრულებთ. თავად შენობა არის 4 სართულიანი და მთლიანი შენობა უკვე აშენებულია. პროექტით გათვალისწინებულია გარე აუზი და მინდა გითხრათ, რომ აუზიც უკვე ჩასხმულია. თავად შენობაში ტიხრები უკვე დასრულებულია და უკვე კარ-ფანჯრებს და ვიტრაჟების ჩასმას ვიწყეთ. აღნიშნული სამუშაოების დასრულებას კი თებერვლის ბოლომდე მოვახდენთ.
სამუშაოების 80%-მდე უკვე დასრულებული გვაქვს. მფლობელებს ქონება მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდება და ამიტომ მალე შავი კარკასის მწვანე კარკასის მდგომარეობამდე მიყვანას დავიწყებთ.
არსებული აპარტამენტებიდან 20-მდე აპარტამენტი დარჩება კომპანიას და გაქირავდება როგორც სასტუმრო, დანარჩენი კი იყიდება საინვესტიციოდ. ანუ მომხმარებელი, რომელიც აპარტამენტებს შეიძენს შემდეგ მის გაქირავებას მოახდენს.
მომხმარებელს გაქირავებისას ექნება არჩევანის უფლება, შეუძლიათ აირჩიონ „ოქროყანა რეზიდენსის“ მომსახურება, ან თავად უზრუნველყონ გაქირავებაც და შესაბამისი მენეჯმენტიც. თუმცა ჩვენ, კომპანია მათ გაქირავების სერვისს ვთავაზობთ.
ჩვენი მხრიდან რა სერვისებსაც ვთავაზობთ არის კიდევ: 24 საათიანი კონსიერჟი და დაცვა, კამერები, თავისთავად აუზი, საუნა, სავარჯიშო დარბაზი, სპა-მასაჟის სივრცე, კვების ობიექტი.
აპარტამენტების 70%-ი უკვე გაყიდულია. ყველა მყიდველი არის საქართველოს მოქალაქე. ჯერჯერობით ჩვენთან აპარტამენტები უცხოელებს არ შეუძენიათ“, - აღნიშნა „ოქროყანა რეზიდენსის“ გაყიდვების მენეჯერმა.
ნანა ალავიძის თქმით, ამ ეტაპზე მოქმედებს საახალწლო აქცია, რომელიც თვის ბოლომდე გრძელდება და ერთიანი გადახდის შემთხვევაში 1 კვ/მ-ის ფასი იწყება 2100 დოლარიდან, ხოლო განვადების შემთხვევაში 2300 დოლარიდან და მაქსიმუმი არის 2600 დოლარი.
მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ შიდა განვადებითაც.
„ფასი არის საკმაოდ მისაღები. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჟღერს 2100 დოლარი, მაგრამ დღეს რეალურად ოქროყანაში მსგავსი საშუალო ფასებია. თან ჩვენი პროექტი უკვე სრულდება, მაშინ როდესაც იგივე ფასი აქვს სხვა მიმდინარე პროექტებს, რომელიც შეიძლება 2025 წელს სრულდებოდეს. სერვისები, რასაც ოქროყანა რეზიდენსი თავის მომხმარებლებს სთავაზობს მსგავსი სერვისები ჯერჯერობით ოქროყანაში არ არის. შესაძლოა აუზი სხვა რომელიმე პროექტსაც ჰქონდეს, მაგრამ სრული პაკეტი იმ მომსახურებისა რასაც ჩვენ ვთავაზობთ ჯერჯერობით არავის აქვს“- განაცხადა კომპანია „ოქროყანა რეზიდენსის“ გაყიდვების მენეჯერმა ნანა ალავიძემ.
ოქროყანა რეზიდენსის პროექტი წარმოადგენს პრემიუმ ხაზის საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც გარშემორტყმულია წიწვოვანი ტყითა და თბილისის ხედებით. მისი ადგილის უპირატესობაა: სუფთა ჰაერი, სიმშვიდე, გაშლილი სივრცე და ხედები, ქალაქთან ახლოს თავისუფლებიდან 7 წუთში, ასევე 700მ ბომბორას პარკამდე. პროექტი ქმნით ყველა პირობას, რომ მაცხოვრებლებმა შეძლონ იცხოვრონ, გაერთონ და განიტვირთონ კომპლექსის ტერიტორიიდან გაუსვლელად.
ოქროყანა რეზიდენსი შენდება ეკოლოგიურად სუფთა მასალებითა და ევროპული სამშენებლო სტანდარტების დაცვით.
უახლესი
9 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა11 წუთის წინ
2025 წელს გაფართოებას ვგეგმავთ - „სერი“