გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა გაქვს სამომავლოდ გაფართოებაც იგეგმება, თუმცა ამ ეტაპზე წარმოების ციკლი გვყოფნის, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან საუბრისას თხილის გადამამუშავებელი კომპანია "ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის" (GPR) თანადამფუძნებელმა ბაია სალუქვაძემ განაცხადა.
GPR-ი თხილის გადამამუშავებელ საწარმოს ხობში ფლობს და სეზონზე 100-ზე მეტ თანამშრომელს ასაქმებს.
„სეზონის განმავლობაში, დაახლოებით 3000 ტონა თხილს ვამუშავებთ და ექსპორტზე ვუშვებთ. საწარმოს წარმადობა კი 3500 ტონაა. კომპანია მუშაობს ხარისხიანი თხილის ექსპორტზე, ანუ თუ ნედლეულის ხარისხი გვიწყობს ხელს, ცხადია კომპანია მეტი მოცულობით თხილს გადაამუშავებს და გააქვს ექსპორტზე“, - აცხადებს ბაია სალუქვაძე.
მისივე განმარტებით, კომპანია GPR 2013 წელს და წარმოადგენს ოჯახურს ბიზნესს.
„საწარმო სერტიფიცირებულია საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და ყოველთვიურად 100-ზე მეტი თანამშრომელი გვყავს დასაქმებული, ძირითადად ადგილობრივები. ფერმერებისგან მიღებულ ნედლეულს (თხილს) საწარმოში ვამუშავებთ და შემდეგ ვყიდით. ჩვენ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე არ ვყიდით და წარმოებული პროდუქცია მთლიანად, 100%-ი ექსპორტზე გაგვაქვს“, - აცხადებს GPR-ის თანადამფუძნებელი.
რაც შეეხება ექსპორტს, GPR-ს პროდუქციას მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში ყიდის.
„ამ დროსათვის ჩვენი პროდუქცია შეგვაქვს 30-მდე ქვეყანაში. თითქმის ყველა კონტინენტზე ვართ წარმოდგენილები. თუმცა ძირითადი მიმართულება მაინც ევროპაა: გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ბელგია, ავსტრია, ნიდერლანდები, ინგლისი და სხვა. ასევე, წარმოდგენილები ვართ სამხრეთ ამერიკასა და აზიის მიმართულებებზე. ახალი ბაზრების ასათვისებლად სისტემატურად ვესწრებით სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებს. წელს ახალი ბაზარი არ დაგვიმატებია, თუმცა სხვადასხვა მიმართულებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განმარტავს ბაია სალუქვაძე.
მისივე თქმით, წლევანდელ წელსაც თხილის ხარისხზე ფაროსანას გავლენა იყო,
„ფაროსანას დაზიანება ისევ გაქვს, ამინდი კარგი იყო და შესაბამისად სიდამპლე შედარებით ნაკლებია. თუმცა გვხვდება როგორც კარგი ბაღები, ასევე ნაკლებად მოვლილი ბარები და შესაბამისად საწარმოში სხვადასხვა ფერმერისგან სხვადასხვა ხარისხის თხილი შემოდის“, - აცხადებს მეწარმე.
2019 წელს კომპანიამ ააშენა ახალი თხილის შემგროვებელი ობიექტი საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთის რეგიონში, რომელიც თხილის მოსავლის ახალ ტერიტორიად იქცა. საერთო ჯამში, დღეს არსებული ორი საწარმო, რომელსაც GPR მართავს, აქვს საუკეთესო შესაძლებლობა, შეიძინოს საუკეთესო ნედლეული საქართველოდან. ორივე ობიექტი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებითა და აღჭურვილობით.
ნაგებობები, რომლებიც აღჭურვილია ფილტრებით, დესტონერებით, ლითონის დეტექტორებითა და მაგნიტებით, მუშაობს უმაღლესი პროდუქტიულობით.
ფერმერებთან, მცირე შემგროვებლებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან მჭიდრო პარტნიორობით GPR მიზნად ისახავს განაგრძოს ზრდა და განვითარება ადგილობრივ დონეზე. ქვეყანაში მოსავლის აღების სირთულეებისა და გამოწვევების მიუხედავად, თავისი ექსკლუზიურად მაღალი ხარისხის პროდუქტითა და GPR-ში დამკვიდრებული მაღალი სტანდარტების სისტემებით, კომპანიას აქვს ამბიცია იმუშაოს უმაღლესი კლასის მომხმარებლებთან მსოფლიოში.
დღეს კომპანია არის თხილის ნატურალური და ნახევრად მზა პროდუქციის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი და მიმწოდებელი.
GPR-ს აქვს უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფის სისტემები, როგორიცაა ISO22000:2005, BRC, IFS.
უახლესი
9 წუთის წინ
2024 წელს ბათუმში ბინების გაყიდვები შემცირდა29 წუთის წინ
ლარი აშშ დოლართან გამყარდა31 წუთის წინ
2025 წელს გაფართოებას ვგეგმავთ - „სერი“