დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნიდერლანდების მთავრობა გადადგა

ნიდერლანდების მთავრობა გადადგა

08-07-2023 09:04:57

ნიდერლანდების მთავრობა, პრემიერ-მინისტრ მარკ რუტეს ხელმძღვანელობით გადადგა. თავად მთავრობის მეთაურის თქმით, ის უახლოეს მომავალში მეფეს ოფიციალურ შუამდგომლობას წარუდგენს.

რუტემ ასევე აღნიშნა, რომ მან უნდა განიხილოს დარჩება თუ არა სახალხო პარტიის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის (VVD) ლიდერად, რომელსაც ის 2006 წლიდან ხელმძღვანელობს.

გუშინ, ნიდერლანდების ხელისუფლებაში მყოფი მემარჯვენე ცენტრის კოალიცია მას შემდეგ დაიშალა, რაც ქვეყანაში თავშესაფრის მინიჭების უფრო მკაცრ პოლიტიკაზე ვერ შეთანხმდა.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, კოალიცია განიხილავდა, თუ როგორ უნდა შემცირდეს ნიდერლანდებში ჩასული ლტოლვილებისა და მათი ნათესავების ნაკადი.

VVD პარტიამ, რუტეს ხელმძღვანელობით, მოითხოვა მხარდაჭერა მისი წინადადებისთვის, შეეზღუდა ოჯახის გაერთიანება ზოგიერთი ლტოლვილისთვის, მათ შორის, ვინც ომის ზონა დატოვა.

საპარლამენტო არჩევნები, სავარაუდოდ, ნოემბერში გაიმართება. მინისტრთა ამჟამინდელი კაბინეტი მუშაობას ახალი მთავრობის ფორმირებამდე განაგრძობს.

მარკ რუტე 56 წლისაა. ის ნიდერლანდების მთავრობას 2010 წლის ოქტომბრიდან მეთაურობს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები