ქვეყანაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი 15%-იან ზრდას აჩვენებს. საქსტატის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-ივლისში ქვეყანამ 908,433.88 ტონა ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი განახორციელა, რაშიც 769,667.58 ათასი დოლარი გადაიხადა. 2023 წლის 7 თვის მაჩვენებლებით კი ქვეყანაში იმპორტირებულია 791,008.11 ტონა ნავთობი და ნავთობპროდუქტები.
2024 წლის მაჩვენებლებით საქართველოში იმპორტირებული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტის 48%-ი რუსეთზე მოდის, ხოლო 11%-ი ბულგარეთზე.
TOP-5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო ნავთობპროდუქტებს ყიდულობს:
რუსეთი - 431,679.46 ტონა,
ბულგარეთი - 100,670.02 ტონა,
რუმინეთი - 90,550.64 ტონა,
აზერბაიჯანი - 77,836.84 ტონა,
საბერძნეთი - 44,136.59 ტონა.
უახლესი