ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური ინსტიტუტების მმართველ დირექტორს ფრენსის მალიჟს და დირექტორთა საბჭოს წევრებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა EBRD-ის კავკასიის რეგიონული ხელმძღვანელი ალკის დრაკინოსი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების EBRD-თან მრავალწლიანი თანამშრომლობა, მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მიღწეული შედეგები. ასევე განსაკუთრებით გაესვა ხაზი EBRD-ის წამყვანს როლს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.
როგორც შეხვედრისას ნათია თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკი აფასებს და მიესალმება EBRD-ის ინიციატივებს საქართველოს ფინანსური სექტორის განვითარებაში.
"ეროვნული ბანკი წლებია, მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობს EBRD-თან. განსაკუთრებით მინდა გამოვყო წარმატებული თანამშრომლობა EBRD-ის ხაზინასთან, რომელთან ერთადაც განხორციელებული პროექტის ფარგლებში სებ-მა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა იმ ქვეყნებს, სადაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მუშაობს. მოხარული ვარ, რომ ამ მხრივ, საქართველო და ეროვნული ბანკი ამ ქვეყნებში სამაგალითოდ წარმოჩინდნენ", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, EBRD-ის ფინანსური ინსტიტუტების მმართველმა დირექტორმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ ბანკი გააგრძელებს ფინანსურ სექტორში მნიშვნელოვანი რეფორმების მხარდაჭერასა და ტექნიკურ დახმარებას.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა