დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ნათია თურნავა აშშ-ის ახალ ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა

ნათია თურნავა აშშ-ის ახალ ელჩს რობინ დანიგანს შეხვდა

20-11-2023 18:09:18

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა.

გაცნობით შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს შეეხო. აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იყო და რჩება საქართველოს უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორად.

ნათია თურნავამ აშშ-ის ახალ ელჩს ქართულ საფინანსო სექტორში არსებული ვითარება და მიმდინარე პროექტები გააცნო. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის უმოკლეს პერიოდში აღდგენაზე.

"ვისაუბრეთ ეროვნულ ბანკსა და აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) შორის მჭიდრო ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე. ეროვნულ ბანკს აქტიური თანამშრომლობა აქვს USAID-თან სხვადასხვა მიმართულებით და მინდა მადლიერება გამოვხატო აშშ-ის მთავრობის, აშშ-ის საელჩოსა და ამერიკელი ხალხის მიმართ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისადმი წლების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას შევთანხმდით, რომ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ კოორდინაციასა და თანამშრომლობას", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები