დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ნამუმ“ კომბუჩას ახალი არომატი დაამატა

„ნამუმ“ კომბუჩას ახალი არომატი დაამატა

22-08-2024 15:00:00

საქართველოში პირველი მცენარეული საკვების კონცეფციის მაღაზიის დამფუძნებელი ანა ტიკარაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ „ნამუმ“ კომბუჩას ახალი არომატი დაამატა.

„ბაზარზე გამოგვაქვს 7 სტანდარტული და ახალი რაც დაემატა ზაფხულის სეზონზე, ეს არის ყავის კომბუჩა. პროდუქტი საკმაოდ კარგად იყიდება და კაფეეებმა ასორტიმენტში დაამატეს“, - ამბობს ანა ტიკარიძე.

„ნამუ“ ბაზარზე წარმოადგენს 8 სახეობის „კომბუჩას“, ფასი 6 ლარია.

გაზაფხულზე კომპანიამ თბილისში „ნამუ ლაბი“ გახსნა, სადაც ფერმენტირებულ ჩაისთან (კომბუჩა) ერთად სხვა კომპანიების მცენარეული პროდუქცია და სასმელებიც იყიდება.

„მაღაზია „ნამუ ლაბი“ კომბუჩას საწარმოს ბაზაზე შეიქმნა. კომბუჩა ფერმენტირებული ჩაია და ჩვენ პირველები ვართ ვინც მისი წარმოება კომერციული მიზნებით დაიწყო. იყიდება კაფეებსა და რესტორნებში. ქსელებში, აგროჰაბში. პროდუქტი ძალიან სასარგებლოა, ფერმენტებით არის გაჯერებული და საჭმლის მონელებას უწყობს ხელს. ნამუ ლაბში ყველაფერი მცენარეულია. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ უგლუტენო, ულაქტოზო და უშაქრო პროდუქტები, თხილეული, მარცვლეული, თესლეული, ყავა, ჩაი, შოკოლადები, თავის მოვლის საშუალებები“, - ამბობს ანა ტიკარაძე.

„ნამუ” 2016 წელს ანა ტიკარაძემ შექმნა. ყველაფერი სახლის სამზარეულოდან დაიწყო – ყოველკვირეული ვახშმის კლუბით, სეზონური რითრითებით, ცივად დაწურული წვენების პროგრამითა და მცენარეული დიეტებით.

„ნამუში” ყველაფერი მზადდება მცენარეული, ცოცხალი ინგრედიენტებით, არ მოვიხმართ რაფინირებულ ხორბლის ფქვილს, შაქარსა თუ ზეთს და არც სუფრის მარილს. უმეტესობა პროდუქტის ცხობის გარეშეა და შენარჩუნებულია ინგრედიენტების სარგებელი. 2019 წელს პატარა საცდელი კაფე გაიხსნა სოლოლაკში. 2022 წლის აპრილში კი ვაკეში თანამედროვე სივრცე გაჩნდა, სადაც, კაფესთან ერთად, ფუნქციონირებს საერთო სამუშაო სივრცეც.

2023 წელს გაიხსნა პირველი მაღაზია, სადაც თავმოყრილია სხვადასხვა მწარმოებლის ვეგანური პროდუქტი.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები