დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მთის კანონი საკმაოდ ეეფქტიანად მუშაობს - მთავრობის მეთაური

მთის კანონი საკმაოდ ეეფქტიანად მუშაობს - მთავრობის მეთაური

30-06-2023 13:39:11

შარშან გაიზარდა პენსია, წელსაც გაიზარდა, 65 ლარით გაიზარდა პენსია 70 წლის და მეტი ასაკიდან და გახდა 365 ლარი, მაღალმთიან დასახლებაში პენსია გახდა 440 ლარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა და გახდა თითქმის 300 ლარამდე,  ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარი. 
„ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ გრძელდება პენსიების ზრდა. პენსიის ინდექსაციის წესი შემოღებული არის და მოგეხსენებათ, რომ შარშან გაიზარდა პენსია, წელსაც გაიზარდა, 65 ლარით გაიზარდა პენსია 70 წლის და მეტი ასაკიდან და გახდა 365 ლარი, მაღალმთიან დასახლებაში პენსია გახდა 440 ლარი. ასევე 70 წლამდე პირთა პენსია გაიზარდა და გახდა თითქმის 300 ლარამდე,  ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარი. 

მთის კანონზე მინდა აღვნიშნო, რომელიც საკმაოდ ეეფქტიანად მუშაობს.  საანგარიშო პერიოდში, ბიუჯეტიდან მიიმართა დაახლოებით 111 მლნ ლარი, ხოლო კანონის ამოქმედებიდან, სულ, 509 მილიონი ლარი არის მიმართული ჩვენი მოქალაქეებისთვის“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
 

ავტორი:

გიგი ნოზაძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები