დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
მრავალმილიონიანი ინვესტიცია - Geo Sky School-ი საავიაციო პროფილის სასწავლებლად ყალიბდება

მრავალმილიონიანი ინვესტიცია - Geo Sky School-ი საავიაციო პროფილის სასწავლებლად ყალიბდება

28-07-2024 15:10:00

Geo Sky School-ი, რომელიც ავიაკომპანია Geosky-სა და მისი დამფუძნებლის, ცნობილი პილოტის ზაურ ქორთოშიძის პროექტია, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეებს სწავლების უწყვეტ ჯაჭვს შესთავაზებს, დაწყებული ბაღიდან, დამთავრებული საავიაციო პროფილის სასწავლებლით.

როგორც Business Insider Georgia-სთან Geosky-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ლიკა ქორთოშიძე განაცხადა, მალე Geo Sky School-ს ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სკოლის შენობა ექნება, სადაც უფრო მეტი მოსწავლის მიღების საშუალება იქნება.

„ახალი სასწავლო წლიდან, რამდენიმე მილიონიანი ინვესტიციის შედეგად,  სკოლა ახალ, მოდერნიზებულ და თანამედროვე მოთხოვნების საფუძველზე აღჭურვილ შენობაში გადადის, ვინაიდან, სკოლაში სწავლების მსურველების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. ყოველ, ახალ სასწავლო წლის დაწყებას სკოლა სიახლეებით ხვდება, არც ეს წელი იქნება გამონაკლისი და Geo Sky School-ი მსურველებს შესთავაზებს  სწავლების უწყვეტ ჯაჭვს. დაწყებული ბაღიდან, დამთავრებული საავიაციო პროფილის სასწავლებლით, რომელიც იმავე შენობაში იქნება განთავსებული, აქედან გამომდინარე, საბაზო საფეხურზე ძლიერდება მათემატიკისა და ფიზიკის სწავლება, ქართული ენის, უცხო ენების, საზოგადოებრივი მეცნიერებებისა და სპორტის დეპარტამენტებთან ერთად იქმნება STEAM (Sciences, Technologies, Engineering, Art, Math) კათედრა. ასევე აღსანიშნავია, ინგლისურისა და მათემატიკის სწავლება „English book”- ის წიგნებით, რომელიც თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების საფუძველზეა შექმნილი.

საშუალო საფეხურზე შეთავაზებულ იქნება პროფილური სწავლება, მოსწავლეები თავად აირჩევენ საგნებს, რომლის სწავლაც სურთ, ხოლო მე-12 კლასში კი - სკოლას აბიტურის კურსი შემოაქვს“, - აღნიშნა ლიკა ქორთოშიძემ.

აღსანიშნავია, რომ Geo Sky School-ი 2 წელია ბაზარზეა და ამ ზნის განმავლობაში მოსწავლეებს სთავაზობდა მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებს, როგორც ფორმალური, ისე ფორმალური განათლების კუთხით.
„Geo Sky School-ი - ეს არის ახალი სიტყვა და არა მხოლოდ,  საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, ვინაიდან, ახალი სასწავლო წლიდან მომხმარებელს სთავაზობს განგრძობით, თანმიმდევრულ საგანმანათლებლო სერვისებს, დაწყებული ბაღიდან - დამთავრებული პროფესიული სასწავლებლით. 

სკოლა ბაზარზე ორი წელია, რაც არსებობს და ცდილობს არ ჩამორჩეს თანამედროვე გამოწვევებსა და მოთხოვნებს, შექმნას მაქსიმალურად კომფორტული, მეგობრული და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო. ეს ყველაფერი კი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, კრწანისის ქუჩაზე დაგხვდებათ.

Geo Sky School მიმდინარე ორი წლის განმავლობაში, მოსწავლეებს სთავაზობდა მრავალფეროვან სასწავლო აქტივობებს, როგორც ფორმალური, ისე ფორმალური განათლების კუთხით. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული საგნების გარდა, „ჯუნიორ ეჩივმენტის“ პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებს უტარდებოდათ „მეწარმეობის“ გაკვეთილები. ასევე, აღსანიშნავია, სკოლის ადმინისტრაციის ინიციატივით დაწყებით საფეხურზე - წიგნიერების კურსის, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, კი, დღის მეორე ნახევარში, დამატებითი მეცადინეობების შემოტანა. სწავლა-სწავლების ხარისხის მუდმივი მონიტორინგის მიზნით სკოლაში ტარდება  წერითი და ელექტრონული ტესტირებები, როგორც შიდა სასკოლო, ასევე „English book”-თან თანამშრომლობის საფუძველზე.

საგაკვეთილო პროცესის გარდა მოსწავლეებს უტარდებათ სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიები სხვადასხვა დაწესებულებასა თუ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. სკოლაში ფუნქციონირებს არაერთი კლუბი; ასევე სკოლის გაზეთი, რომელიც სისტემატურად გამოიცემა. მოსწავლეების წახალისების მიზნით, წარჩინებულ მოსწავლეებს გადაეცემათ ფულადი ჯილდოები და გრანტები. მოგეხსენებათ, რომ ყველას არა აქვს წვდომა ხარისხიან  განათლებაზე, ამიტომ, სკოლის დამფუძნებელი  სოციალურად დაუცველ ბავშვებს სწავლების საფასურის 100% უფინანსებს.

სკოლის თემის სათანადო განვითარებისა და მართვისთვის აუცილებელია, ყველა მხარის აქტიური ჩართულობა, ამიტომ,  Geo Sky School-ში მოსწავლეების თვითმმართველობასთან ერთად,  პროექტ - „მშობელი სკოლაში“ ფარგლებში აქტიურად ფუნქციონირებს მშობელთა კომიტეტი“, - ამბობს Geosky-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი.

ავტორი:

მაია არაბიძე
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები