ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს.
„საქართველოს პარლამენტის მიერ უცხოელი აგენტებს შესახებ კანონის პირველი მოსმენით მიღება სერიოზულ კითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს პასუხისმგებლობით შეაფასოს ქვეყნის რეალური ინტერესები და თავი შეიკავოს გადაწყვეტილებებისგან, რომლებმაც შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ქართველი ხალხის მისწრაფებებს იცხოვრონ დემოკრატიულ ქვეყანაში, რომელიც მიიწევს ევროკავშირისა და NATO- სკენ. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას პატივი სცენ ხალხის მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, - ნათქვამია საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს", რომელსაც ხმა 76-მა დეპუტატმა მისცა, ხოლო წინააღმდეგ 13 წავიდა, რასაც მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა.
უახლესი
1 დღის წინ
დედაქალაქში „საახალწლო სოფელი“ გაიხსნა