Morgan Stanley-ს აღმასრულებელი დირექტორი (CEO) ჯეიმს გორმანი თანამდებობას ერთი წლის განმავლობაში დატოვებს.
ამის შესახებ The Wall Street Journal წერს.
პარასკევს Morgan Stanley-ის აქციონერთა კრებაზე გორმანმა განაცხადა, რომ ბანკის ახალი აღმასრულებელი დირექტორი უახლოეს 12 თვეში გამოვლინდება.
ჯეიმს გორმანის თქმითვე დირექტორთა საბჭომ უკვე იპოვა სამი ძალიან ძლიერი კანდიდატი ამ პოსტზე. ის თავად გახდება Morgan Stanley-ის აღმასრულებელი თავმჯდომარე მას შემდეგ, რაც ახალი აღმასრულებელი დირექტორი მოვალეობის შესრულებას შეუდგება.
შეგახსენებთ, რომ Morgan Stanley ამერიკის ერთ-ერთი პირველი უმსხვილესი ბანკია.
უახლესი
2 საათის წინ
დავით ნარმანია სემეკის მომხმარებლებთან ურთიერთობებზე4 საათის წინ
ლარი ევროსთან გამყარდა4 საათის წინ
გერმანიიდან იმპორტი 27%-იან ზრდას აჩვენებს4 საათის წინ
Bitcoin-ის ფასი 7-თვიან მაქსიმუმზეა