დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
MONEYVAL-მა  ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა

MONEYVAL-მა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა

12-12-2024 21:29:00

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტმა (Moneyval) ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების მიმართ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა. ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) მე-15 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესაბამისობის რეიტინგი „ნაწილობრივ შესაბამისიდან“ (Partially Compliant) „მნიშვნელოვნად შესაბამისამდე“ (Largely Compliant) გაუმჯობესდა. აღსანიშნავია, რომ Moneyval-ის 27 წევრი ქვეყნიდან მხოლოდ 7 ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს „მნიშვნელოვნად შესაბამისი“(Largely Compliant) შეფასება აქვს. 

Moneyval-ის ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „საქართველომ განახორციელა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მე-15 რეკომენდაციის უზრუნველსაყოფად, რაც ითვალისწინებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მოთხოვნებთან შესაბამისობას და ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების (VASP) საქმიანობის რეგულირებას“.

ვირტუალური აქტივის პროვაიდერების რეგულირებისა და საზედამხედველო ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) მხარდაჭერა.

ინფორმაციისთვის: 2023 წლიდან ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების ინსპექტირებისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის ინიციატივითა და საერთაშორისო სანქციების იმპლემენტაციის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ინსპექტირებისა და დისტანციური ზედამხედველობის განყოფილების მნიშვნელოვანი ჩართულობით არაერთი ღონისძიება განხორციელდა.

საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს რეგულატორული და საზედამხედველო ჩარჩოს დახვეწას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) მიმართულებით, რომლის მიზანია როგორც FATF საერთაშორისო რეკომენდაციებთან შესაბამისობა, ასევე, ვირტუალური აქტივისა და ვირტუალური აქტივის მომსახურების ეკოსისტემაში AML/CFT რისკების ეფექტური მართვის კულტურის მდგრადი განვითარება.  

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები