დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
2024 წელს მაღალი დატვირთულობით ვიმუშავეთ, ძირითადად გვსტუმრობდნენ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან - Step Inn - Kazbegi

2024 წელს მაღალი დატვირთულობით ვიმუშავეთ, ძირითადად გვსტუმრობდნენ აღმოსავლეთის ქვეყნებიდან - Step Inn - Kazbegi

12-12-2024 18:00:00

2024 წელს სასტუმრომ საკმაოდ მაღალი დატვირთულობით იმუშავა, - ამბობს Business Insider Georgia-თან  სასტუმრო Step Inn-ის დამფუძნებელი ანი ალიბეგაშვილი.

მისი თქმით, სასტუმროს დატვირთულობა 90% იყო, თუმცა 2024 წელს სრულიად შეიცვალა სტუმრების სეგმენტი.

„ევროპელ ტურისტები ივნისიდან სრულად ჩანაცვლდა ვიზიტორებით აღმოსავლეთის ქვეყნებიდან. ძირითადად გვსტუმრობდნენ არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ინდოეთიდან და ისრაელიდან. ტურისტებს ამ ქვეყნებიდან სპეციფიკური მოთხოვნა აქვთ კვებასთან დაკავშირებით, რაც საკმაოდ რთული მოსაგვარებელია. მათ ამ მიმართულებით სჭირდებათ სხვა ტიპის მომსახურება, რისთვისაც ჩვენი ბაზარი მზად არ არის. ამიტომ, კოტეჯებზე უფრო მაღალი მოთხოვნა იყო, ვიდრე სასტუმრო ოთახებზე“,- ამბობს ანი ალიბეგაშვილი.

რაც შეეხება ზამთრის სეზონს, როგორც Step Inn-ის დამფუძნებელი ამბობს დეკემბერში სასტუმროს დატვირთულობა 10%-ია. სასტუმროს ერთდროულად 54 სტუმრის მიღება შეუძლია. არის 18 სასტუმრო ოთახი.

სასტუმროში განთავსების ფასი  ზამთრის სეზონზე, საუზმის ჩათვლით 170-დან 300 ლარამდეა.

ყაზბეგში, დაბა სტეფანწმინდაში 2 მილიონი ევროს მოცულობის ევროპული ინვესტიციით (გერმანულ-პოლონური კაპიტალი) სასტუმრო Step Inn-ი 2023 წლის ივნისში გაიხსნა. სასტუმროსი 20 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები