საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა გლობალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2024 წლისთვის 2.7%-დან 2.8%-მდე გაზარდა, ხოლო 2025 წლის 2.5%-დან 2.6%-მდე. აღნიშნულის შესახებ სააგენტოს ანგარიშის „მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებიდან“ ხდება ცნობილი.
დოკუმენტის მიხედვით, 2026 წელს გლობალური ეკონომიკა 2,3%-ით გაიზრდება.
აშშ-ის მშპ, Fitch-ის ახალი პროგნოზის მიხედვით, წელს 2,7%-ით გაიზრდება. სააგენტოს შეფასებით, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 2,1% იქნება, ხოლო 2026 წელს - 1,7%.
თურქეთის პროგნოზის მიხედვით, წელს ქვეყნის ეკონომიკა 2,9%-ით გაიზრდება, 2025 წელს 2,6%-ით და 2026 წელს 3,5%-ით.
უახლესი
4 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება