მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე შენარჩუნება ჩვენი მოლოდინების შესაბამისი იყო, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.
მისივე თქმით, საერთაშორისო დონეზე მარტივი ვითარება არ არის, ასევე მნიშვნელოვანი თემაა ე.წ. სენტიმენტები.
„მართალია ინფლაცია დაბალია, მაგრამ ე.წ. სენტიმენტები მნიშვნელოვანი თემაა. როგორც იცით საერთაშორისო გარემო მარტივი არ არის. ასევე ეკონომიკის ზრდა საკმაოდ ძლიერია. იცით, რომ ჩვენ 9,4%-ი გაქვს პროგნოზი, რაც საკმაოდ ძლიერია. მაღალია დაკრედიტებაც, რაც შემცირების საწინააღმდეგო არგუმენტია, ისევე როგორც ტრადიციულად იგივე ამერიკის სარეზერვო სისტემის თემა, რომელიც ამცირებს განაკვეთს, მაგრამ ჯერჯერობით ისევ გამკაცრებულ ფაზაში რჩება“, - განმარტავს ნადარაია.
იგივე თემაზე:
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 8.0 პროცენტზე შეინარჩუნა
უახლესი